უკრაინის პრეზიდენტმა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ
ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან
საუბარში აღნიშნა, რომ
ქვეყანაში ომის დასარული
უფრო ახლოსაა, ვიდრე ეს
რეალურად ჩანს.„მე მგონია,
რომ ჩვენ მშვიდობასთან
მეტად ახლოს ვართ, ვიდრე
გვგონია. ჩვენ ომის
დასრულებასთან ახლოს
ვართ“, - განაცხადა
მან.ამავე დროს ზელენსკიმ
მოკავშირეებს უკრაინის
ჯარის გაძლიერებისკენ
მოუწოდა. „გამარჯვების
გეგმა უკრაინის
გაძლიერებაა. ამიტომ, ჩვენ
ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს,
მოკავშირეებს,
გაგვაძლიერონ. ეს ძალიან
მნიშვნელოვანია“, - დასძინა
ზელენსკიმ.უკრაინის
პრეზიდენტის მტკიცებით,
რუსეთის პრეზიდენტს
ვლადიმერ პუტინს კურსკის
ოპერაციის ეშინია. „ეს
მართალია. მას [პუტინს]
ძალიან ეშინია. რატომ?
იმიტომ რომ, მისმა ხალხმა
დაინახა, რომ მას მათი
დაცვა არ შეუძლია. მას
საკუთარი ტერიტორიის
დაცვა არ შეუძლია“, - თქვა
მან.ზელენსკი
დარწმუნებულია, რომ
უკრაინას „ძლიერის
პოზიციიდან“ შეუძლია
აიძულოს პუტინს ომი
შეწყვიტოს.