ზაქარია ქიტიაშვილი: ნუ ღუპავ თავსაც და შენს მომავალსაც. ნუ იქნები ზემოჩამოთვლილის წინააღმდეგი იმის გამო, რომ რამდენიმე ტიპი რამდენიმე ტელევიზიით ერთი და იმავე გასაოგნებლად სულელურ ტექსტს გიმეორებს

News.ge 11 საათი წინ 4
ზაქარია ქიტიაშვილი: ნუ ღუპავ თავსაც და შენს მომავალსაც. ნუ იქნები ზემოჩამოთვლილის წინააღმდეგი იმის გამო, რომ რამდენიმე ტიპი რამდენიმე ტელევიზიით ერთი და იმავე გასაოგნებლად სულელურ ტექსტს გიმეორებს

თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ზაქარია ქიტიაშვილი:

როცა გელათის მონასტერში, ატენის სიონში, მცხეთის ჯვარსა თუ ტირძნისის ეკლესიაში პირჯვარს გადაიწერ, გაიხსენე, რომ მათი გამაგრების, რესტავრაციისა თუ კონსერვაციის ხარჯები იმ ამერიკამ გაიღო, დღეს რომ “სარწმუნოებას გართმევს”.
დადიანების სასახლეში, თელავსა თუ სიყვარულის ქალაქ სიღნაღში სეირნობისას ქართული ჯიშ-ჯილაგით ამაყი რომ გაიბღინძები, გაიხსენე, რომ ის ევროკავშირი დაგეხმარა მის აღდგენა-გალამაზებაში, დღეს რომ “ქართული კულტურის წართმევას ლამობს”.
აჭარისა თუ ქართლის სოფლებში შუბლდასიცხული ცივ წყალს რომ დალევ, ქართული ადათის შესაბამისად კისერზეც მოისვამ გრილ ხელს და იფ, იფ, რა წყალიაო, იტყვი, გაიხსენე, რომ ესეც იმ ევროკავშირის დაფინანსებითაა, “თვითმყოფადობას რომ გიჩანაგებს”.
შენი შვილი რომ გეტყვის, რომელიმე მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტში უფასოდ მივდივარ სასწავლებლადო ან სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსსა თუ პროექტში რომ მიიღებს მონაწილეობას და შენ შვილის სიხარულითა და მიღწევებით ამაყი და თვალზეცრემლმომდგარი იდგები გაბადრული, ღრმად იყავი დარწმუნებული, რომ იმ დასავლური სამყაროს შენკენ გამოწვდილი ხელია ამ ყველაფრის მიზეზი, რომელსაც ძალუმად აქცევ ზურგს და გეშინია, არ გაგაიმასქნოს.
ჰოდა, გაიმართე წელში, ნუ აგიფარებია ტრაკზე ხელი – ღმერთმანი, სურვილმოძალებული არავინ მოგდევს.
ნუ ღუპავ თავსაც და შენს მომავალსაც. ნუ იქნები ზემოჩამოთვლილის წინააღმდეგი იმის გამო, რომ რამდენიმე ტიპი რამდენიმე ტელევიზიით ერთი და იმავე გასაოგნებლად სულელურ ტექსტს გიმეორებს
სრულად წაიკითხეთ სტატია