„მინდა ვისარგებლო
შემთხვევით და სამძიმარი
გამოვუცხადო ტრაგიკულად
დაღუპული ბავშვების
ოჯახებს, „ოცნების
ქალაქის“ მკვიდრთ და მთელ
ქვეყანას,“ - განაცხადა
პარლამენტის ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილემ
ზაალ მიქელაძემ კომიტეტის
სხდომაზე სიტყვით
გამოსვლისას.დეპუტატმა
რადიკალური ოპოზიციის
წარმომადგენლებს მოუწოდა
შეეშვან ტრაგედიებით
საზრდოობას.„მინდა
ვისარგებლო შემთხვევით და
სამძიმარი გამოვუცხადო
ტრაგიკულად დაღუპული
ბავშვების ოჯახებს,
„ოცნების ქალაქის“
მკვიდრთ და მთელ ქვეყანას.
ამ მწუხარების ჟამს
მათთვის ყველაზე
მნიშვნელოვანი სწორედ
ჩვენი ადამიანური
თანადგომა.მივმართავ
ადამიანობისგან დაცლილთ -
შეეშვით ტრაგედიებით
საზრდოობას. აჭარის
მთავრობამ სწორედ იმ
მოტივით, რომ ეს 6 ათასი
ოჯახი, მათ შორის 1750 ბავშვი
ცხოვრობდა საფრთხის
შემცვლელ გარემოში მიიღო
უპრეცედენტო
გადაწყვეტილება და
გამონახა რესურსი
იმისთვის, რომ მათთვის
აშენდეს უსაფრთხო
საცხოვრისი.კიდევ ერთხელ
ვუსამძიმრებ მთელ
ქვეყანას“, - განაცხადა
ზაალ მიქელაძემ.