ვხედავთ, როგორ ცდილობს
სალომე ზურაბიშვილი
მოებღაუჭოს თავის სკამს, ის
ძალიან სასაცილო პერსონას
ემსგავსება, თუმცა 29
დეკემბერს მოუწევს, რომ
ერთხელ და სამუდამოდ
დატოვოს ეს პოზიცია, - ამის
შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის დეპუტატმა,
ნინო წილოსანმა
ჟურნალისტებთან
განაცხადა.მისივე თქმით,
სალომე ზურაბიშვილისთვის
საქართველოს პრეზიდენტობა
პატივი უნდა ყოფილიყო,
თუმცა მის ცხოვრებაში ეს
ძალიან მძიმე ლაქად
იქცა.„კონსტიტუციის და
ახალი კანონმდებლობის
მიხედვით, 14 დეკემბერს,
საქართველოში აირჩევა
ახალი პრეზიდენტი. „ქართულ
ოცნებას“ წარდგენილი აქვს
თავისი კანდიდატურა და რა
თქმა უნდა, აქვს მას
უმრავლესობის მხარდაჭერა.
ისტორიულადაც გვინახავს
საკუთარი ძალაუფლების
შენარჩუნებისთვის გონიდან
გადასული პერსონები. ამ
შემთხვევაში, სალომე
ზურაბიშვილი სწორედ ასეთ
ძალიან სასაცილო პერსონას
ემსგავსება. გარდა იმ
მავნებლობისა, რომელსაც
მისი მხრიდან მთელი ამ
პერიოდის მანძილზე
ვხედავთ, ახლა ვხედავთ,
როგორ ცდილობს მოებღაუჭოს
თავის სკამს, თუმცა 29
დეკემბერს, როდესაც ახლად
არჩეული პრეზიდენტის
ინაუგურაცია მოხდება, მას
მოუწევს რომ ერთხელ და
სამუდამოდ დატოვოს ეს
პოზიცია, რომელიც უნდა
ყოფილიყო მისთვის პატივი
და რომელიც იქცა ნამდვილად
ძალიან მძიმე ლაქად მის
ცხოვრებაში“, - განაცხადა
წილოსანმა.