შეერთებული შტატების
არჩეული პრეზიდენტის,
დონალდ ტრამპის
განცხადებით, ომის შედეგად
განადგურებული უკრაინის
ქალაქების აღდგენას 100 წელი
დასჭირდება.„უყურებ
ზოგიერთ ქალაქს და არც ერთი
შენობა არ დგას. ეს არის 100
წლიანი რეკონსტრუქცია. 100
წელი დასჭირდება მის
აღდგენას და ვერასდროს
გექნება ისეთი, როგორიც
იყო. რა სირცხვილია. ეს
არასდროს არ უნდა
მომხდარიყო. პრეზიდენტი
რომ ვყოფილიყავი, ეს ომი
არასდროს მოხდებოდა“, -
განუცხადა ტრამპმა
ჟურნალისტებს.მისი თქმით,
ცდილობენ, რუსეთ-უკრაინის
ომი შეაჩერონ და ამ მხრივ
მცირე პროგრესიც
არის.„ვცდილობთ, შევაჩეროთ
ომი, ის საშინელი ომი,
რომელიც მიმდინარეობს
უკრაინაში. მცირე პროგრესი
გვაქვს. საზიზღრობაა.
ადამიანები კლავენ
ერთმანეთს იმ დონეზე,
რომელიც არავის უნახავს.
ძალიან სწორი ველებია და
ერთადერთი, რაც აჩერებს
ტყვიას, არის სხეული,
ადამიანის სხეული.
ჯარისკაცების რაოდენობა,
რომლებიც ორივე მხრიდან
იღუპებიან, ასტრონომიულია.
მსგავსი არაფერი მინახავს.
არავის მსგავსი არაფერი
უნახავს“, - აღნიშნა
ტრამპმა.