
პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
ვშიშობ მთლად პოპულარულ რამეს არ ვიტყვი, მაგრამ ის, რომ დღეს საზოგადოებაში პოლიტიკურად გაყოფილ ბანაკებს შორის სრული აუტანლობა და ზიზღია, ნამდვილად არ არის კარგი ამბავი და ამ საყოველთაო სიძულვილისგან რამე სასიკეთო რომ არ გამოდნება, ისიც არაა შორს ჭეშმარიტებისგან.
მაგრამ რაში ცდებიან ისინი, ვინც ორმხრივ სიძულვილზე ლაპარაკობენ და იმაში, რომ აქ არ არის ორი მხარის პასუხისმგებლობა. სიძულვილის ატმოსფეროს გაღვივებაში მთლიანად და ასი პროცენტით დამნაშავეა ქვეყნის ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი. ოპოზიცია, რა ცუდი და უვარგისიც არ უნდა იყოს, ვერანაირ სიძულვილს ვერ გააღვივებს ხალხში თუ ხელისუფლება არის მეტ-ნაკლებად მაინც ნორმალური. ეს არის ჯამი რომ ჭურჭელია და ორჯერ ორი ოთხი, იმ დონის ბანალობა. ჩვენს შემთხვევაში კი უფრო მეტიც, რადგან ივანიშვილის ძალაუფლების ტექნოლოგია მთლიანად აგებულია მტრის ხატზე, ოპონენტის სიძულვილზე და ხელისუფლება, გარდა ფულის კეთებისა, სხვას პრინციპში არც არაფერს აკეთებს.
ამიტომ თუ ვინმეს ეს ზღვარგადასული სიძულვილი არ მოგვწონს, მყარად უნდა გავაცნობიეროთ, რომ სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, სხვანაირად უბრალოდ ვერ იქნება.