ვფიქრობთ, წელს 6%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ამისთვის დამატებით ინიციატივებსაც წარვუდგენთ საზოგადოებას - ირაკლი კობახიძე

Primetime.ge 1 კვირა წინ 13
ვფიქრობთ, წელს 6%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ამისთვის დამატებით ინიციატივებსაც წარვუდგენთ საზოგადოებას - ირაკლი კობახიძე
ვფიქრობთ, წელს 6%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვენება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, აზიის განვითარების ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.პრემიერის თქმით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იყო ხოლმე ბევრად უფრო დაბალი და ქვეყანა გეგმას ყოველთვის გადაჭარბებით ასრულებდა.„6% არის წინასწარი პროგნოზი, თუმცა, პირველი ორი თვის მაჩვენებელი არის ბევრად უფრო მაღალი – 9,4%. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ 6%-ს ბევრად გადავაჭარბებთ. ეს ხდებოდა ხოლმე წინა წლების შემთხვევაშიც, პროგნოზი იყო ხოლმე ბევრად უფრო დაბალი და შემდეგ გეგმას ვასრულებდით ხოლმე გადაჭარბებით, ვფიქრობთ, წელსაც იქნება ეს შესაძლებელი. ვფიქრობთ, რომ წელს 6%-ზე მაღალი ზრდა გვექნება. ამისათვის დამატებით ინიციატივებსაც წარვუდგენთ საზოგადოებას“, – განაცხადა პრემიერმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია