9 მაისს ევროპის დღე
აღინიშნება. თბილისში
ღონისძიება ექსპო
ჯორჯიაში იმართება, სადაც,
საქართველოში
ევროკავშირის
წარმომადგენლობის
ორგანიზებით, სხვადასხვა
აქტივობა
ტარდება.ღონისძიებას,
დიპლომატებთან ერთად,
ოპოზიციის და სხვადასხვა
სფეროს წარმომადგენლებიც
დაესწრნენ.ევროპის დღე
პირველად 1985 წელს აღინიშნა,
როდესაც ევროკავშირის
ლიდერებმა 9 მაისი ევროპის
დღედ
დააწესეს.საქართველოში
გერმანიის საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩის,
ერნსტ პეტერ ფიშერის
განცხადებით, საქართველო
ევროპის ნაწილია."დღეს
ევროპის დღეა, მინდა,
მივულოცო ეს დღე ყველა
ქართველ მეგობარს. ჩვენ
ვფიქრობთ, რომ საქართველო
ევროპის ნაწილია.
საქართველო უნდა
შეუერთდეს ევროკავშირს.
ევროპა მეგობრობა და
სოლიდარობაა, დღეს ამის
აღნიშვნას ვგეგმავთ.
ყველამ იცის, რა უნდა
გაკეთდეს ევროკავშირში
გასაწევრიანებლად. იმედი
მაქვს, ეს გაკეთდება და
მომავალში ერთად ვიქნებით
ერთ კავშირში", - განაცხადა
ერნსტ პეტერ ფიშერმა.