ჩემს მიმართ არანაირ
სანქციაზე არ გამიგია
არაფერი. არც არაფერი
მოუწერიათ, არც აქ და არც
ევროპაში არ შემქმნია
[რაიმე პრობლემა]. ყოველი
შემთხვევისთვის არ
გამოუცხადებიათ, რომ
ვახტანგ გომელაურის
მიმართ სანქციები დაწესდა,
- განაცხადა შინაგან
საქმეთა მინისტრობის
კანდიდატმა ვახტანგ
გომელაურმა, რითაც უპასუხა
კითხვას - შეექმნა თუ არა
აშშ-ის მხრიდან სანქციების
გამო პირადად მას რაიმე
პრობლემა.ამ საკითხზე
საუბრისას მან კომენტარი
გააკეთა აშშ-საქართველოს
ურთიერთობებზე.„მე
ვფიქრობ ყველაფერი
დალაგდება აშშ-სთან, ჩვენი
მეგობრები არიან და ძალიან
ბევრი რამ გვაქვს ერთად
გაკეთებული. მათგან ბევრი
გვერდში დგომა გვახსოვს
დაწყებული 90-იანი წლებიდან
და არ ვფიქრობ, რომ ეს
[მეგობრობა] გაწყდება“, -
განაცხადა გომელაურმა.