პროკურატურამ თბილისში,
„რატის ბარში“ მომხდარი
მკვლელობის ფაქტზე ორ პირს
ბრალი წარუდგინა. ივანე
გიგლემიანს გამოძიება
განზრახ მკვლელობას, რაჯი
პაკელიანს კი დანაშაულის
შეუტყობინებლობას
ედავებიან. 36 და 45 წლის
მამაკაცები
სამართალდამცველებმა
გუშინ
დააკავეს.გამოძიების
ინფორმაციით, მკვლელობაში
ბრალდებულმა
ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე 19 წლის ბიჭს ცივი
იარაღით ჭრილობები ყელის
არეში მიაყენა,
მოგვიანებით კი მიიმალა.
პოლიციამ ის ცხელ კვალზე
დააკავა.რაც შეეხება
ადვოკატს, მისი თქმით,
დაკავებული დუმილის
უფლებას
იყენებს.„ვუსამძიმრებ
გარდაცვლილის ოჯახს, ეს
არის უდიდესი ტრაგედია.რაც
შეეხება ბრალის წაყენებას,
წაყენებულია ბრალი 109-ე
მუხლის "ვ" ქვეპუნქტით,
პოზიცია ამ ეტაპისთვის
არის დუმილის უფლება, მეტს
ვერაფერს გეტყვით. როდესაც
გავეცნობი საქმის
მასალებს, ამის შემდეგ
შემეძლება უკვე პასუხის
გაცემა“, - ამბობს ადვოკატი
გიორგი ბარდაველიძე.