ვრცელდება სრულიად
საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის
სამძიმრის წერილი:„ბ-ნ
ვიტალი ჭოლარიას და ქ-ნ
ქრისტინე სორდიას, მათი
ოჯახის წევრებსა და
ახლობლებსდიდი ჩვენი
მწუხარება სოფელ
საბერიოში, თქვენს ოჯახში,
მომხდარი ტრაგედიის გამო,
რომელმაც მთელი
საქართველო
მოიცვა.ერთდროულად ხუთ
შვილთან გამოთხოვება
მეტად მტკივნეული და რთული
გადასატანია, როგორი
ძლიერიც არ უნდა იყოს
ადამიანი სულიერად, მაგრამ
მაინც უნდა განგამტკიცოთ
რწმენამ იმისა, რომ
გარდაცვალება არ ნიშნავს
სიკვდილს, არამედ იგი
დასაწყისია მარადიული
ცხოვრებისა, რომლისთვისაც
ჩვენ ყველანი უნდა
მოვემზადოთ; ეს განშორება
კი დროებითია.აღვავლენთ
ლოცვებს ემილიას,
ანა-მარიას, ელენეს, ნიას და
სოფიოს უკვდავ სულთათვის
და შევთხოვთ უფალს,
მოგანიჭოთ ნუგეში და
ლოცვის ძალა.ილია IIსრულიად
საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქიმცხეთა-თბილისის
მთავარეპისკოპოსიდა
მიტროპოლიტი ბიჭვინთისა
და ცხუმ-აფხაზეთის“, -
ნათქვამია სამძიმრის
წერილში.ტრაგედია მოხდა
დღეს სოფელ საბერიოში,
ხანძარს 5 ბავშვი
ემსხვერპლა.