"ვნახავთ, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას გაბედავს თუ არა" - არჩილ გორდულაძე გახარიაზე

Primetime.ge 4 დღის წინ 6
"ვნახავთ, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას გაბედავს თუ არა" - არჩილ გორდულაძე გახარიაზე
"სათამაშო ოპოზიცია" - ასე უწოდეს გიორგი გახარიას "ნაციონალურ მოძრაობაში". ლევან ხაბეიშვილმა ჯერ კიდევ გუშინ, "პალიტრანიუსთან" საუბარში თქვა, რომ გახარიას "ნაციონალს" იმიტომ ეძახიან, რომ "ქართულ ოცნებას" ხმები არ წაართვას. დღეს კი ოპოზიციამ გახარია საგამოძიებო კომისიაზე მისვლის გამო გააკრიტიკა.მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ გახარიას კომისიის სხდომაზე მისვლაში განსაკუთრებული არაფერია:"გიორგი გახარიამ კომისიის სხდომაზე წარდგენა რომ იკადრა, ამაში განსაკუთრებული არაფერია. კომისიის კანონიერი მოთხოვნა შეასრულა. არსებობს კითხვები ამ კონკრეტული ადამიანის მიმართ და მის გვერდით მყოფი ადამიანების მიმართაც. მას ვალდებულება აქვს არა მხოლოდ კომისიის სხდომაზე წარსდგეს, არამედ კითხვებს უპასუხოს. ვნახავთ, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას გაბედავს თუ არა," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია