ძალიან მნიშვნელოვანია
იმისათვის, რომ კიდევ
ერთხელ გაეცეს პასუხები იმ
კითხვებს, რომლებიც აქვს
ჩვენს საზოგადოებას, -
განაცხადა გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ,
უმრავლესობის წევრმა
ვლადიმერ ბოჟაძემ დროებით
საგამოძიებო კომისიაზე,
რომელიც „ნაციონალური
მოძრაობის“ ხელისუფლების
ქმედებებს
შეისწავლის.„კომისია
რამდენიმე მიმართულებით
იმუშავებს - დაწყებული
ადამიანის უფლებებით,
დასრულებული
რუსეთ-საქართველოს ომის
გარემოებების შესწავლით.
თუ გამოვლინდება სისხლის
სამართლებრივი
პასუხისმგებლობის
საკითხები, რა თქმა უნდა,
გადაეცემა პროკურატურას.
თუმცა, ბუნებრივია, ასევე
დაგეგმილია საკონსტიტუციო
სასამართლოსთვის
მიმართვა, რათა
სასამართლომ იმსჯელოს
„ნაციონალური მოძრაობის“
აკრძალვაზე, რამდენად
არღვევდა ეს პოლიტიკური
პარტია ხელისუფლებაში
ყოფნის დროს საქართველოს
კონსტიტუციას ან
საქართველოს
კანონმდებლობას. რა თქმა
უნდა, არის ძალიან
მნიშვნელოვანი იმისათვის,
რომ კიდევ ერთხელ გაეცეს
პასუხები იმ კითხვებს,
რომლებიც აქვს ჩვენს
საზოგადოებას”, - განაცხადა
ბოჟაძემ.საქართველოს
პარლამენტში საგაზაფხულო
სესიის პირველივე კვირაში
შეიქმნება 2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
დროებითი საგამოძიებო
კომისია.