ოპოზიციას ჰქონდა
მოლოდინები, რომ სალომე
ზურაბიშვილი მიხეილ
სააკაშვილს შეიწყალებდა,
ან ინაუგურაციის დღეს აღარ
გამოვიდოდა სასახლიდან, -
განაცხადა საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, ვლადიმერ
ბოჟაძემ.მისი თქმით,
ოპოზიციის მთავარი
ინტერესი ქვეყანაში
პროცესების
რადიკალიზაციაა, რასაც
ყოფილი პრეზიდენტის მიერ
ბოლო დღეებში გადადგმულმა
ნაბიჯებმა ხელი არ
შეუწყო.„ეს იყო მათი გეგმა,
რომ ქვეყანაში კიდევ უფრო
დაძაბულიყო სიტუაცია. ეს რა
თქმა უნდა კიდევ ერთხელ
ადასტურებს, რომ ამ
ადამიანებს მხოლოდ
თავიანთი ვიწროპარტიული
ინტერესები ამოძრავებთ,
მათთვის არ არის
მნიშვნელოვანი ქვეყანა და
ქართველი ხალხი“, - აღნიშნა
ბოჟაძემ.ცნობისთვის, 29
დეკემბერს სალომე
ზურაბიშვილმა
ორბელიანების სასახლე
დატოვა.