რა თქმა უნდა და მისი
მიღება გამოიწვევს
გარკვეულ ცვლილებას მათ
შორის საქართველოს სხვა
კანონმდებლობასთან
მიმართებაში, თუმცა არ
ვაპირებთ თავად კანონში
რაიმე ცვლილების შეტანას, -
განაცხადა გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ,
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
ვლადიმერ
ბოჟაძემ.დეპუტატმა FARA-ს
კანონის ანალოგთან
დაკავშირებით ისაუბრა,
რომელსა „ქართული ოცნება“
მიმდინარე კვირას
დააინიცირებს.„ჩვენ
ვგეგმავთ ერთი-ერთზე
ვთარგმნოთ ეს კანონი და
ყოველგვარი და ყოველგვარი
სპეკულაციების გარეშე
იქნეს მიღებული. რა თქმა
უნდა და მისი მიღება
გამოიწვევს გარკვეულ
ცვლილებას მათ შორის
საქართველოს სხვა
კანონმდებლობასთან
მიმართებაში, თუმცა არ
ვაპირებთ თავად კანონში
რაიმე ცვლილების შეტანას
საიმისოდ, რომ ის
სპეკულაციები, რომელსაც
ვისმენდით გამჭვირვალობის
კანონთან, მანამდე იგივე
FARA-თან, თუ სხვა უცხოურ
გამოცდილებით და
მიმართებაში, აღარ იყოს“, -
აღნიშნა ბოჟაძემ.