ვლადიმერ ბოჟაძე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებზე: პარლამენტის წევრებს ყოველდღიურ რეჟიმში ექნებათ საშუალება, მოუსმინონ მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს და ეს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის პარლამენტის საქმიანობას

Primetime.ge 3 საათი წინ 4
ვლადიმერ ბოჟაძე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებზე: პარლამენტის წევრებს ყოველდღიურ რეჟიმში ექნებათ საშუალება, მოუსმინონ მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს და ეს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის პარლამენტის საქმიანობას
 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები კიდევ უფრო ეფექტურს გახდის პარლამენტის საქმიანობას.„[ცვლილებების] ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ კიდევ უფრო მოქნილი გამხდარიყო საქართველოს პარლამენტის მუშაობა და რაც ზედამხედველობა საქართველოს მთავრობაზე. ფაქტობრივად, პარლამენტის წევრებს ყოველდღიურ რეჟიმში ექნებათ საშუალება, მოუსმინონ მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს და ეს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის პარლამენტის საქმიანობას როგორ კომიტეტების, ასევე ფრაქციების”, - განაცხადა ბოჟაძემ.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალ რედაქციას და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს.კომიტეტს რეგლამენტის პროექტს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წარუდგენს.
სრულად წაიკითხეთ სტატია