მშვიდობიანი აქციები
რადიკალური ხდებოდა
სწორედ ოპოზიციის
დავალებით და ბუნებრივია
[გიორგი] ვაშაძეს და[ზურაბ
გირჩი] ჯაფარიძესაც
მოუწევთ კითხვებზე
პასუხის გაცემა, -
განაცხადა „ქართული
ოცნების“ დეპუტატმა,
ვლადიმერ ბოჟაძემ.„ისინი
არიან ორგანიზატორები,
ისინი იყვნენ
ამოფარებულები
ახალგაზრდებს.
იმალებოდნენ
სადარბაზოებში, ერთი წვეთი
წყალიც არ მოხვედრიათ და
სხვისი ხელით, სხივი
შვილებით და სხვისი
დასახიჩრებით უნდოდათ
ხელისუფლების ცვლილება“, -
აღნიშნა ბოჟაძემ.გიორგი
ვაშაძე ჯგუფური ძალადობის,
ორგანიზების და მასში
მონაწილეობის საქმეზე,
გამოკითხვაზე დაიბარეს.
ვიდეომასალა ამის თაობაზე
თავად „ერთიანობა
ნაციონალური მოძრაობის“
ლიდერმა
გაავრცელა.სოციალურ
ქსელში ინფორმაცია
გაავრცელა „გირჩი-მეტი
თავისუფლების“ ლიდერმა
ზურა ჯაფარიძემაც. მისი
თქმით პოლიცია მის
სახლთანაც იმყოფებოდა და
პერიმეტრზე არსებულ
კამერებზე წვდომას
ითხოვდა.