კიდევ ერთხელ გამოიკვეთა,
რომ ეს იყო მაშინაც და
ახლაც მიზანმიმართული
ქმედება, რომ მაქსიმალურად
დააზიანონ ჩვენი ქვეყანა,
მაქსიმალურად დიდი ზიანი
მიაყენონ ჩვენს
ეკონომიკას, - ასე
გამოეხმაურა გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე
მაკკეინის ინსტიტუტის
გლობალური დემოკრატიის
პროგრამების უფროსის, ლორა
თორნტონის განცხადებას,
რომ მომიტინგეებმა
საქართველოში პროტესტი
სამოქალაქო
დაუმორჩილებლობასა და
გაფიცვაში უნდა
გადაიყვანონ.„ამ გეგმის
ნაწილი იყო თავის დროზე,
ცენტრალური მაგისტრალების
გადაკეტვის მცდელობა, რომ
ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო
ფუნქციისთვის
მიეყენებინათ ზიანი, იგივე
იყო რუსთაველის გამზირზე
ძალადობრივი აქციები. როცა
ასე ღია და ნათელია
დავალებები, ასევე ღია და
ნათელია, ვის ინტერესებს
ემსახურება რადიკალური
ოპოზიცია“, - აღნიშნა
ბოჟაძემ.მაკკეინის
ინსტიტუტის გლობალური
დემოკრატიის პროგრამების
უფროსის, ლორა თორნტონის
აზრით, მომიტინგეებმა
საქართველოში პროტესტი
სამოქალაქო
დაუმორჩილებლობასა და
გაფიცვაში უნდა
გადაიყვანონ. მისივე თქმით,
საქართველოში ეკონომიკური
კრიზისის შექმნაა საჭირო,
რათა მომიტინგეებმა
ხელისუფლება დაამარცხონ.