ვხედავთ, რომ მათ
[ოპოზიციას] აღარ აქვთ
ისეთი ფინანსური, თუ
სხვაგვარი მხარდაჭერა
ქვეყნის გარედან და ეს
პროცესები ნელ-ნელა
დამშვიდებისკენ წავა, -
განაცხადა გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ,
უმრავლესობის წევრმა
ვლადიმერ ბოჟაძემ.ბოჟაძის
თქმით, ის საბოლოო ჯამში,
ოპოზიციას პარლამენტში
ელის.„მათთვის მთავარი
თარიღი იყო 20 იანვარი -
პრეზიდენტი ტრამპი
უფლებამოსილებას რომ
შეუდგებოდა, მას უნდა
დახვედროდა ქვეყანაში ან
არეულობა, ან შეცვლილი
ხელისუფლება, ამისთვის კი
ყველაფერი გააკეთა აშშ-ის
ყოფილმა ადმინისტრაციამ,
ასევე ევროკავშირის
სხვადასხვა სტრუქტურების
წარმომადგენლებმა.
ვხედავთ, რომ მათ აღარ აქვთ
ისეთი ფინანსური, თუ
სხვაგვარი მხარდაჭერა
ქვეყნის გარედან და ეს
პროცესები ნელ-ნელა
დამშვიდებისკენ წავა.
საბოლოო ჯამში, ოპოზიციას
პარლამენტში ველოდებით“, -
აღნიშნავს
ბოჟაძე.ცნობისთვის,
ხელისუფლების ოპონენტები,
რომლებიც აცხადებდნენ, რომ
კონკრეტული სტრატეგია
ჰქონდათ, რომელსაც 20
იანვრამდე, ანუ ტრამპის
ინაუგურაციამდე
შეასრულებდნენ, ახლა
ამბობენ, რომ მათი მთავარი
გეგმა აქციებია.