ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი
საარჩევნო დაპირებების
შესრულებას, მათ შორის
ერთ-ერთი მთავარი დაპირება
იყო სწორედ ნაციონალური
მოძრაობის სისხლიანი
რეჟიმის სამართლებრივი
პასუხისმგებლობის
დაყენება, - განაცხადა
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, უმრავლესობის
წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ
დროებითი საგამოძიებო
კომისიის შექმნაზე
საუბრისას.„იცით, რომ
პოლიტიკური
პასუხისმგებლობა
ნაცმოძრაობის ჯერ კიდევ 2012
წელს დადგა, თუმცა არ
დამდგარა მათი
სამართლებრივი
პასუხისმგებლობის
საკითხი. კომისიის
დასკვნის შემდეგ უკვე
იქნება გადაწყვეტილება
მიღებული, რა მასალები წავა
პროკურატურაში თუ
გამოიკვეთა კონკრეტული
პირების და მათ შორის
თანამდებობის პირების
პასუხისმგებლობა“, -
აღნიშნა
ბოჟაძემ.საქართველოს
პარლამენტში საგაზაფხულო
სესიის პირველივე კვირაში
შეიქმნება 2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
დროებითი საგამოძიებო
კომისია.