სწორედ ამიტომ გვსჯიდნენ
როგორც ჩანს ჩვენ
გამჭვირვალობის გამო, რომ
ღია და ნათელი არ ყოფილიყო
რაში, როგორ და რამდენი
იხარჯებოდა, - განაცხადა
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
ვლადიმერ
ბოჟაძემ.დეპუტატმა USAID-ის
საქმიანობასთან
დაკავშირებით შტატების
ახალი ადმინისტრაციის
პოზიციაზე ისაუბრა და
აღნიშნა, რომ სააგენტო
ბაიდენის
ადმინისტრაციისთვის
საჭირო პოლიტიკას
ატარებდა.„მტკიცდება, რომ
ისინი [USAID] არ ატარებდნენ
საგარეო პოლიტიკას,
რომელიც ამერიკისთვის იყო
მნიშვნელოვანი და მხოლოდ
ბაიდენის
ადმინისტრაციისთვის
საჭირო პოლიტიკას
ატარებდნენ. ყველაზე
მთავარი - გაუმჭვირვალობა
[იყო], მათ შორის შეიცავდა
კორუფციულ რისკებს.
ფინანსდებოდნენ ის
პოლიტიკოსები, „ენჯეოები“,
ტელევიზიები, რომლებიც
ჩვენს სახელმწიფოს,
ეკლესიას, იდენტობას
ებრძოდნენ. ამის არაერთი
დამადასტურებელი ფაქტი
გვაქვს. სწორედ ამიტომ
გვსჯიდნენ როგორც ჩანს
ჩვენ გამჭვირვალობის გამო,
რომ ღია და ნათელი არ
ყოფილიყო რაში, როგორ და
რამდენი იხარჯებოდა. ასეთი
დაფინანსების შეჩერება და
ზოგადად, რადიკალური
ცვლილება აშშ-ის საგარეო
პოლიტიკასთან
მიმართებაში, გარკვეულ
გავლენას ჩვენი
მიმართულებითაც
მოახდენს“, - აღნიშნა
ბოჟაძემ.