‘ვიცოდი, სასმელი მომკლავდა, მეც ვსვამდი და ვსვამდი’ – სამხრეთამერიკელმა რთული პერიოდი გაიხსენა

News.ge 1 თვე წინ 19
‘ვიცოდი, სასმელი მომკლავდა, მეც ვსვამდი და ვსვამდი’ – სამხრეთამერიკელმა რთული პერიოდი გაიხსენა

ვეტერანმა ფეხბურთელმა, კოლუმბიელმა ფრედი გუარინმა Caracol Television-ის ეთერში საკუთარ ბნელ წარსულზე ისაუბრა და განაცხადა, ერთხელ, სიმთვრალეში თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.
“რთული დრო იყო, ზედიზედ 10 დღე არ გამოვფხიზლებულვარ. დაღლილობის გამო მეძინებოდა ხოლმე, თუმცა ლუდის ქილებთან ერთად ვიღვიძებდი.
რეალობის აღქმა სრულად დაკარგული მქონდა. ამ მდგომარეობაზე ჩემი რეაქცია ბალკონიდან გადახტომის გადაწყვეტილება გახდა.
თუმცა, გადახტომა რომ ვცადე, აივანზე დამცავი ბადე ყოფილა გაკრული და ქვემოთ არ გამიშვა, ბალკონზევე დავენარცხე. ცხადია, ის ბადე საერთოდ ვერ შევამჩნიე.
ვერ ვხვდებოდი, რას ვაკეთებდი. მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი,
თუ ალკოჰოლის სმას არ შევწყვეტდი, მოვკვდებოდი და მეც ვსვამდი და ვსვამდი. იმ დონემდე მივედი, რომ ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, მათ შორის საკუთარი სიცოცხლეც,” – თქვა 38 წლის გუარინმა.
ფრედი სხვადასხვა დროს “ბოკა ხუნიორსში”, “სენტ ეტიენში”, “პორტუში”, “ინტერში”, “შანხაი შენხუაში”, “ვასკო და გამასა” და “მოლინაროსში” გამოდიოდა. კარიერის საუკეთესო წლები ჯერ “პორტუში”, შემდეგ “ინტერში” გაატარა. მილანური კლუბიდან ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო გაუშვეს.

სრულად წაიკითხეთ სტატია