ვიქტორ ხლუსი: ქართველებისთვის მთავარი ქვეყნის ღირსებაა – საქართველო მათთვის წმინდათაწმინდაა

News.ge 1 თვე წინ 42
ვიქტორ ხლუსი: ქართველებისთვის მთავარი ქვეყნის ღირსებაა – საქართველო მათთვის წმინდათაწმინდაა

ერთა ლიგაზე საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, თუმცა, ალბათ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, რა თქვა შეხვედრის დაწყების წინ ს “დინამოსა” და “გურიას” ყოფილმა თავდამსხმელმა ვიქტორ ხლუსმა.
“გუშინ ლანჩხუთიდან ჟურნალიტებმა დამირეკეს, სადაც ვთამაშობდი. მომავალი დაპირისპირების შესახებ ჩემი აზრი აინტერესებდათ. ასე რომ, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ამ თამაშს სიფრთხილით ველოდები. რატომ? აგიხსნით: იმ ორი წლის მანძილზე, როდესაც საქართველოში ვცხოვრობდი, ვითამაშე რა “გურიაში” (ერთი მათგანი სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში), ბევრი სიახლის გაგების საშუალება მომეცა. ქართული მენტალიტეტი ჩემთვის ყურმოკვრით კი არ არის ცნობილი,
პირადად მაქვს გამოცდილი. ქართველების ხასიათს კარგად ვიცნობ და მათ შინაგან მდგომარეობას ვგრძნობ. როგორც არ უნდა მოემზადოს უკრაინის ეროვნული გუნდი, ქართველებს სახლში თავინთი ნათესავების, მეგობრების და ნაცნობების თანდასწრებით ექნებათ განწყობა, რომლის სკალა 100%-ს აღემატება. როგორც არ უნდა იმუშაონ ქართველი ფეხბურთელების მოტივაციაზე და როგორ ფულად ჯილდოს არ უნდა დაჰპირდნენ, მათთვის ამას აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რამეთუ ქართველებისთვის მთავარი თავიანთი ქვეყნის ღირსებაა. საქართველო ქართველისთვის ეს რაღაც წმინდათაწმინდაა.
შესაძლოა, შემდეგ კომენტარებში დაწერონ, რაც ადრე ჩემს შესახებ წამიკითხავს: “ეგ ვინ არის?!”, “რა ესმის ფეხბურთის?!”, “სადღაც 30-40 წლის წინ თამაშობდა”, “ის ხომ ბურთს ფეხს ვერ ურტყამდა” და ა.შ. (იცინის). მოკლედ, ყოველი შემთხვევისთვის მინდა გითხრათ, რომ გუშინ კიევის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად ხელახლა ამირჩიეს. ამიტომ თავს საფეხბურთო ადამიანად ვთვლი და შემიძლია ფეხბურთის ენაზე გიპასუხოთ, რასაც ვფიქრობ. ჩემი აზრით, ქართველებთან თამაში ისე უნდა აიგოს, რომ სწრაფი კონტრშეტევებისთვის სივრცე გვქონდეს. საქმე იმაშია, რომ რაოდენ ტექნიკურებადაც არ უნდა მივიჩნევდეთ ქართველ ფეხბურთელებს, ისინი უკან მხოლოდ ტაქსით მიდიან. ეს ყველაფერი მათი მენტალიტეტის სპეციფიკაა. ქართველებს ხომ მუდამ ბურთთან ერთად ყოფნა სურთ. თითქოს, უკან ჩაჯდომა იქნება შესაძლებელი, მაგრამ ეს სწორი არ არის. მგონია, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი საკმაოდ ავტორიტეტულია და თამაშის ისე აწყობას მოახერხებს, რომ საჭირო შედეგს მივაღწიოთ”, – ციტირებს ხლუსს UA-Футбол-ი.

სრულად წაიკითხეთ სტატია