უნგრეთის
პრემიერ-მინისტრი ვიქტორ
ორბანი ელოდება, რომ
შეერთებულ შტატებთან
ბიზნესგარიგებას ხელს
უახლოეს მომავალში
მოაწერს.ვიქტორ ორბანის
თქმით, ამჟამად აშშ-თან
ეკონომიკურ საკითხებთან
დაკავშირებით
მოლაპარაკებები
მიმდინარეობს, რომლებიც
უნგრეთის ეკონომიკას
ტარიფების შემოღებით
გამოწვეული ზარალისგან
თავის დაღწევაში
დაეხმარება.„ტარიფები
ნეგატიურ გავლენას
მოახდენს, მაგრამ ჩვენ
ვაწარმოებთ
მოლაპარაკებებს სხვა
ეკონომიკურ
შეთანხმებებზე, რომ ამის
კომპენსაცია მოვახდინოთ“,
– განაცხადა უნგრეთის
პრემიერ-მინისტრმა.ვიქტორ
ორბანს იმედი აქვს, რომ ამ
გარიგებას ხელი მოეწერება
მომდევნო ექვსი თვის
განმავლობაში