ზამთრის მოახლოებასთან
ერთად, მოსახლეობისათვის
კომუნალური გადასახადების
თემა განსაკუთრებით
აქტუალურია. დღეს
გაგიზიარებთ ბოლო
ინფორმაციას, ამ
ეტაპისთვის, რა ტარიფით
მოგეწოდებათ
ელექტროენერგია:„თელასის”
სამომხმარებლო
აბონენტებისათვის ტარიფი
ასეა განსაზღვრული:თვეში
0-101 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 04
თეთრითვეში 101-301 კილოვატი –
19.05 თეთრითვეში 301 კილოვატზე
ზემოთ – 23.54 თეთრი“ენერგო
პროს” სამომხმარებლო
აბონენტებისთვის, ტარიფი
კი ასე გამოიყურება:თვეში
0-101 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 14.731
თეთრითვეში 101-301 კილოვატი –
18.707 თეთრითვეში 301 კილოვატზე
ზემოთ – 23.227 თეთრიბუნებრივი
აირის გადასახადს რაც
შეეხება, “თბილისი
ენერჯის” აბონენტებისთვის
1 კუბური მეტრის ღირებულება
საყოფაცხოვრებო
აბონენტებისათვის 53.971
თეთრია, ხოლო “სოკარის”
აბონენტებისთვის 56.928
თეთრი.აღსანიშნავია, რომ
თბილისის მერიის პროგრამა
თბილისში რეგისტრირებული
სოციალურად დაუცველი
ოჯახებისთვის იანვარში,
თებერვალში, მარტში,
ნოემბერსა და დეკემბერში
დარიცხული
ელექტროენერგიის,
დასუფთავებისა და წყლის
გადასახადის სუბსიდირებას
ითვალისწინებს.სუბსიდია
გაიცემა წინა თვის 20
რიცხვის მდგომარეობით
სოციალურად დაუცველი
ოჯახების მონაცემთა
ერთიან ბაზაში ქ. თბილისში
რეგისტრირებულ ოჯახებზე,
რომელთა სარეიტინგო ქულა
არ აღემატება 200 000-ს და
ოჯახის დეკლარაციაში
მითითებული აქვთ
საყოფაცხოვრებო სექტორის
ელექტროენერგიის/დასუფთავების/წყლის
აბონენტის
ნომერი.სოციალურად
დაუცველი ოჯახებისთვის,
რომელთა სარეიტინგო ქულა
არ აღემატება 70 000-ს,
სუბსიდიის ჯამური ოდენობა
განსაზღვრულია თვეში
არაუმეტეს 106 ლარით, ხოლო
სოციალურად დაუცველი
ოჯახებისთვის, რომელთა
სარეიტინგო ქულა 70 000-ზე
მეტია და 200 000-ს არ აღემატება,
სუბსიდიის ჯამური ოდენობა
განსაზღვრულია თვეში
არაუმეტეს 20 ლარით,
დარიცხული გადასახადების
მიხედვით, შემდეგი
გამოთვლის მეთოდითა და
პრიორიტეტებით:ა)
დასუფთავების
მოსაკრებელზე:ა.ა)
აბონენტის ნომერზე,
რომელზეც რეგისტრირებულია
ერთი პირი 2,5 ლარის
ოდენობით; ა.ბ) აბონენტის
ნომერზე, რომელზეც
რეგისტრირებულია ორი პირი 5
ლარის ოდენობით;ა.გ)
აბონენტის ნომერზე,
რომელზეც რეგისტრირებულია
სამი პირი 7,5 ლარის
ოდენობით; ა.დ) აბონენტის
ნომერზე, რომელზეც
რეგისტრირებულია ოთხი და
მეტი პირი 10 ლარის
ოდენობით;ბ) წყლის
გადასახადზე 4,52 ლარის
ოდენობით;გ)
ელექტროენერგიაზე,
აბონენტის მიერ, ფაქტიურად
მოხმარებული
ელექტროენერგიის
რაოდენობის მიხედვით
ხარჯის
შესაბამისად.კომუნალური
სუბსიდია აისახება
კომუნალური გადასახადის
ერთიანი გადახდის
ქვითარზე, სოციალური
მომსახურების სააგენტოდან
მოწოდებული ბაზის
საფუძველზე და დამატებით
სადმე მიმართვა საჭირო არ
არის. მთავარია,
თავდაპირველად, თქვენი
აბონენტის ნომერი
სოციალური მომსახურების
სააგენტოს მიაწოდოთ,
შემდეგ კი ავტომატურად
დაიფარება
თანხა.ჯანდაცვის
სამინისტრო კი სოციალურად
დაუცველ მოსახლეობას,
რომელთა სარეიტინგო ქულა 150
ათასზე დაბალია და
მოიხმარენ 200 კილოვატამდე
ელექტროენერგიას,
კილოვატის ღირებულებას 3,5
თეთრით შეუმცირებს. ქალაქ
თბილისში, ქალაქ რუსთავში
ან მცხეთაში მცხოვრები
ადამიანებისათვის, წყალს
კი არაუმეტეს 100 ლარისა
აანაზღაურებს.
აღსანიშნავია, რომ
სუბსიდირების პროგრამა
ბუნებრივ აირზე
გადასახადის ანაზღაურებას
არ გულისხმობს.დამატებითი
ინფორმაციისათვის
შეგიძლიათ, მიმართოთ
ჯანდაცვის სამინისტროს
ცხელ ხაზზე: 15 05, ან თბილისის
მერიას: 032 272 22 22