ვის და რატომ ემართება სიმსივნე - ექიმის მოსაზრება

Primetime.ge 1 დღე წინ 19
ვის და რატომ ემართება სიმსივნე - ექიმის მოსაზრება
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, თეა ნოდია, საუბრობს თემაზე – ვის და რატომ ემართება სიმსივნე.„რატომ ემართება ზოგ ადამიანს სიმსივნე, ხოლო სხვას – არა? როგორ ვითარდება ეს დაავადება და არსებობს თუ არა მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური რისკ-ფაქტორები? სიმსივნეს მართლაც არ აქვს საზღვრები – ის ყველას შეიძლება დაემართოს.რა თქმა უნდა, არსებობს სიმსივნისთვის ცნობილი რისკ-ფაქტორები, თუმცა მათი არსებობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად დაავადდება. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ისინი ზრდიან სიმსივნის განვითარების ალბათობას.შეიძლება, ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდეს, მაგრამ მაინც დაავადდეს სიმსივნით. არსებობს სიმსივნის ცვალებადი და უცვლელი რისკ-ფაქტორები. ცვალებად რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება: ალკოჰოლის მოხმარება, თამბაქოს წევა, დიაბეტი, სიმსუქნე, წითელი ხორცის ჭარბად მიღება, ძალიან ცხელი სასმელების მოხმარება, მზის სხივებთან ან სოლარიუმთან ხანგრძლივი კონტაქტი, ასევე – ქიმიურ და რადიოაქტიურ ნივთიერებებთან ხშირი შეხება.უცვლელ რისკ-ფაქტორებს კი მიეკუთვნება გენეტიკური ფაქტორები,“ – განმარტავს ექიმი თეა ნოდია.
სრულად წაიკითხეთ სტატია