“ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა” – ტენ ჰაგი “ლევერკუზენიდან” გათავისუფლებას გამოეხმაურა

News.ge 2 დღის წინ 2
“ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა” – ტენ ჰაგი “ლევერკუზენიდან” გათავისუფლებას გამოეხმაურა

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბუნდესლიგაში ჩატარებული პირველი ორი ტურის შემდეგ, “ლევერკუზენმა” მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ამასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი თავად ნიდერლანდელმა სპეციალისტმაც გააკეთა. მისი თქმით, კლუბის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
“კლუბის მენეჯმენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. საწყისი ორი ტურის შემდეგ მწვრთნელის გაშვება უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი იმ ფეხბურთელებმა დატოვეს, რომლებიც წარსულში გუნდის წარმატებას განაპირობებდნენ. ახალ მწვრთნელს დრო სჭირდება, რათა თავისი ხედვა დანერგოს და სტანდარტები დააწესოს.
ეს სამსახური სრული თავდაჯერებულობითა და ენერგიით დავიწყე, მაგრამ სამწუხაროდ, მენეჯმენტი არ იყო მზად ჩემთვის საჭირო დრო და ნდობა მოეცა, ეს ძალიან გულსატკენია. ვფიქრობ, რომ ჩემი და “ლევერკუზენის” ურთიერთობა არასდროს ყოფილა ორმხრივ ნდობაზე დაფუძნებული.
ჩემი კარიერის განმავლობაში, როცა გუნდთან ერთად სრულ სეზონს ვატარებდი, ყოველთვის წარმატებული ვიყავი. კლუბები, რომლებიც მენდობოდნენ, წარმატებებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
მინდა “ლევერკუზენის” გულშემატკივრებს სითბოსა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო, გუნდს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ”, – განაცხადა ტენ ჰაგმა.
შეგახსხენებთ, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გერმანული გუნდი ზაფხულის დასაწყისში ჩაიბარა და მან ამ პოსტზე ჩაბი ალონსო შეცვალა.
55 წლის ტენ ჰაგი სხვადასხვა დროს “აიაქსსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” წვრთნიდა.
“ჩემთვის შვილივით არის, მაგრამ…” – ტენ ჰაგმა ანტონიზე ისაუბრა
ტენ ჰაგმა ყოფილ კლუბში დაბრუნებას ბუნდესლიგაში მუშაობა არჩია
“ლევერკუზენმა” შესაძლოა, “იუნაიტედის” ყოფილი მცველი დაიმატოს
“რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?” – ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
“ლევერკუზენმა” ბომბა შეიძინა
ფარიოლი წავიდა – “აიაქსმა” მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ყოფილი დამრიგებელი დააბრუნოს
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი – “ლევერკუზენი” “ფლამენგოს” 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა
ერიკ ტენ ჰაგი “ლევერკუზენს” ჩაიბარებს

სრულად წაიკითხეთ სტატია