ვინმეს ამ ქვეყანაში მშვიდობა თუ უნდა, ამისთვის არსებობს ერთადერთი გზა, არჩევნების გზა, მე არსად მივდივარ, აქ ვარ და ვიქნები - სალომე ზურაბიშვილი

Primetime.ge 1 კვირა წინ 19
ვინმეს ამ ქვეყანაში მშვიდობა თუ უნდა, ამისთვის არსებობს ერთადერთი გზა, არჩევნების გზა, მე არსად მივდივარ, აქ ვარ და ვიქნები - სალომე ზურაბიშვილი
ვინმეს ამ ქვეყანაში მშვიდობა თუ უნდა, არსებობს ერთადერთი გზა, რომელიც არის არჩევნების გზა, არსად მივდივარ, აქ ვარ და აქ ვიქნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ზურაბიშვილის თქმით, ამ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილი.„ის, რასაც ვხედავთ ქუჩებში, სოლიდარობა, სიყვარული, სითბო, მოთმინება, მშვიდობიანი გამოხატულება ამ ერთიანი ეროვნული განცდის, არის ის, რაც საქართველოს სჭირდებოდა. ეს არის ის იდეა, რომელიც რეალობად იქცევა. ერთი რამ აკლია და ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რაც არსებობს. უზარმაზარი პროტესტი არის მხოლოდ ერთი რამისთვის, რათა დაინიშნოს ახალი არჩევნები, რადგან სხვა მშვიდობიანი გზა არ არსებობს. სხვა პოლიტიკური პროცესი არ არსებობს. თუ ვინმეს ამ ქვეყანაში მშვიდობა უნდა, თუ ვინმეს ამ ქვეყანაში უნდა, რამე ფორმით გამოვიდეთ გამარჯვებულები ამ კრიზისიდან, ამისთვის არსებობს ერთადერთი გზა, არჩევნების გზა. სამართლიანი არჩევნების გარეშე არ არსებობს არც მშვიდობა და არც შემდეგ რამე პოლიტიკური პროცესები. მე ვარ ამისთვის აქ.სხვათა შორის არსად მივდივარ, არავის არ დავტოვებ. აქ ვარ და აქ ვიქნები. აქ ვარ და აქ ვიქნები, რადგან ამ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილი, რომელიც არის რეალურად არჩეული და რომელიც ასახავს ამ ქვეყნის, ამ საზოგადოების ხმას. მე ვარ თქვენი წარმომადგენელი უცხოელებთან და ეს არის ერთგვარი ლეგიტიმაცია. ასევე მე ვარ თქვენი წარმომადგენელი შიგნით. ვისაც დღეს ჰგონია, რომ რეპრესიებით და სხვადასხვა ხერხით შეიძლება ამ საზოგადოების დამონება, როცა ესენი მიხვდებიან, რომ სხვა გზა არ არის, თუ არა არჩევნები, მე აქ ვარ და აქ ვიქნები იმისთვის, რომ დავსხდეთ და ვიფიქროთ, როგორ მოვაწყოთ ეს არჩევნები, რათა ქვეყანას დავუბრუნოთ მშვიდობა, სამართლიანობა, მომავალი. ეს არის ერთადერთი გზა და ამაში ვართ ყველანი ერთად, ვინც გარეთ დგას ქუჩაში და ვინც აქ თქვენზე ფიქრობს, თქვენთვის ამზადებს მომავალს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია