“ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა” – UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა

News.ge 2 კვირის წინ 3
“ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა” – UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა

UFC-ის პრეზიდენტი დეინა უაითი ამავე ორგანიზაციის მებრძოლის, პედი პიმბლეტის ქმედებას გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა ნოკაუტით დაამარცხა, ოქტაგონზე ბრიტანელი ავიდა და ილიას პირისპირ წარსდგა.
როგორც ჩანს, უაითი პედის ამ ქმედებამ გააღიზიანა.
“არ ვიცი ვინ ჯანდაბამ უთხრა პიმბლეტს, რომ ოქტაგონზე ასულიყო, თანაც იქ თოფურიას ცოლ-შვილი იმყოფებოდა. ეს არ უნდა მომხდარიყო. როცა ოქტაგონზე იყო, უკვე ოთახში ვიყავი, თორემ მსგავსს არ დავუშვებდი. პიმბლეტისა და თოფურიას ორთაბრძოლა საერთოდ არ განიხილება.
ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მახაჩევისა და თოფურიას ბრძოლას ხვალვე ჩავნიშნავდი.
ცარუკიანი? ამ ბიჭს შანსი მივეცი, რომ ტიტულისთვის ებრძოლა, მაგრამ წონა ვერ ჩაბაარა. ახლა ამის გაკეთება მოახერხა და წინ სწორი გზით მიდის.
შეგახსენებთ, სომეხ მებრძოლს საჩემპიონო ბრძოლაში ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, თუმცა წონის დაფიქსირება ვერ მოახერხა.
მომზადებულია Sportskeeda-ს მიხედვით
მაიკ ტაისონმა პლანეტის საუკეთესო მებრძოლი გამოიწვია: გინდა ფული? შემხვდი მე!
ლიანა ჯოჯუა: არ მინდოდა მოწინააღმდეგისთვის ხელის მოტეხვა, მაგრამ არ მნებდებოდა
UFC-ის პრეზიდენტმა ყველა დროის 4 საუკეთესო მებრძოლი დაასახელა – სია გაგაოცებთ
რომან დოლიძე: საქართველოსა და დაღესტანს ერთი მთა ჰყოფს, ერთი რეგიონიდან ვართ, მაგრამ ის უპატივცემლოდ მომექცა
რომან დოლიძე: საიდუმლოდ გეტყვით, რომ…
დეინა უაითი: თუ ფიქრობთ, რომ ალდო არ იმსახურებს სატიტულე ბრძოლას, მაშინ…

სრულად წაიკითხეთ სტატია