დღეს, ვაშინგტონის დროით
შუადღისას, ხოლო
საქართველოს დროით
საღამოს 9 საათზე, ამერიკის
არჩეული პრეზიდენტის,
დონალდ ტრამპის
ინაუგურაცია გაიმართება.
ის კიდევ ერთხელ
წარმოთქვამს ინაუგურაციის
დღეს კანონით დადგენილ
სიტყვებს, რომელიც
უცვლელია მას შემდეგ, რაც
ის პირველად ჯორჯ
ვაშინგტონმა 1789 წელს
წარმოთქვა.ფიცი კი,
რომელსაც პრეზიდენტის
ქვეყნის წინაშე
წარმოთქვამს, ასე
გამოიყურება:„ღირსებით
ვფიცავ, რომ
კეთილსინდისიერად
შევასრულებ ამერიკის
შეერთებული შტატების
პრეზიდენტის მოვალეობას
და შეძლებისდაგვარად
გავაკეთებ ყველაფერს, რათა
გავუფრთხილდე,
შევინარჩუნო და დავიცვა
ამერიკის
კონსტიტუცია".ინაუგურაციის
დღეს ამერიკის რიგით 47-ე
პრეზიდენტი 15-20 წუთში და
დაახლოებით 2 000-მდე სიტყვით
შეეცდება, ქვეყანა საერთო
სულისკვეთებით განაწყოს
და ამის ფონზე მომავალი
ოთხი წლის მანძილზე
მოსალოდნელი გამოწვევების
მიუხედავად, საკუთარი
ხედვა და მიზნები
დასახოს.გამოცემა CNN-ის
ცნობით, მოსალოდნელი
უამინდობის გამო
ინაუგურაციის ცერემონია
კაპიტოლიუმის შენობის
შიგნით გაიმართება (აქამდე
გარეთ იმართებოდა).
მეტეოროლოგების თქმით,
ვაშინგტონში 20 იანვარს
ტემპერატურა -11 გრადუსამდე
დაეცემა. ტელეკომპანია CNN-ის
მიერ გავრცელებული
ინფორმაცია სოციალურ
ქსელში თავად დონალდ
ტრამპმაც დაადასტურა.
უცხოური მედიის ცნობით,
ბოლო პრეზიდენტი, რომლის
დროსაც ინაუგურაცია
კონგრესის შენობაში
გაიმართა, რონალდ რეიგანი
იყო.საინაუგურაციო
ცერემონიის
გეგმებიტრადიციულად,
ინაუგურაციის დღე, დილით
წმინდა იოანეს ეკლესიაში
მსახურებით დაიწყება -
შემდეგ კი თეთრ სახლში ჯო
და ჯილ ბაიდენები - დონალდ
და მელანია ტრამპებთან
ერთად ჩაის სმის
ცერემონიას
გამართავენ.ცერემონიის
მთავარი მოვლენა - ტრამპის
მიერ კაპიტოლიუმის
როტონდაში ფიცის დადება -
ვაშინგტონის დროით 12:00
საათზე (საქართველოს დროით
21:00 სთ) გაიმართება, რასაც
დიდი ალბათობით აშშ-ს
უზენაესი სასამართლოს
მთავარი მოსამართლე ჯონ
რობერტსი გაუძღვება.
ტრამპამდე ფიცს მისი
ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი
ვენსი, მარჯვენა ხელის
აწევით, ხოლო მარცხენა
ხელის ბიბლიაზე
დადებით.ფიცის დადების
ცერემონიის შემდეგ, დონალდ
ტრამპი, ამერიკელ ხალხს
სიტყვით მიმართავს და
საკუთარ ხედვას
წარუდგენს.ტრამპის
სიტყვის შემდეგ - ის და მისი
ვიცე პრეზიდენტი- ჯეი დი
ვენსი - სამხედროების
აღლუმს კაპილოლიუმის
კიბეებიდან დააკვირდებიან
- ამ ცერემონიის
პარალელურად კი ჯო და ჯილ
ბაიდენები თეთრ სახლს,
ტრადიციულად, ვერტფრენის
საშუალებით
დატოვებენ.ფიცის დადებისა
და სიტყვით გამოსვლის
შემდეგ, ტრამპი მთელი
საღამოს განმავლობაში
სხვადასხვა ღონისძიებაზე,
საინაუგურაციო ბალსა და
წვეულებებზე გამოჩნდება,
რის შემდეგაც იგი თეთრ
სახლში კუთვნილ ადგილს
დაიკავებს.რა სიტყვით
მიმართავს ტრამპი
ამერიკელ
ხალხსსაინაუგურაციო
გეგმებზე საუბრისას
დეკემბერში NBC News-სთან
ინტერვიუში დონალდ
ტრამპმა თქვა, რომ მისი
სიტყვით გამოსვლის
მთავარი გზავნილი
"ერთიანობა"
იქნება.„ვფიქრობ,
წარმატება ხალხს
აერთიანებს, და მე ეს
გამოცდილი მაქვს". - თქვა
ტრამპმა და დაამატა, რომ
ინაუგურაცია "ქვეყნის
გამთლიანების შესახებ
იქნება".ვის სამოსს
მოირგებს მელანია
ტრამპიდონალდ ტრამპის
გარდა, მსოფლიოს
ყურადღების ცენტრში კიდევ
ერთხელ აღმოჩნდება
მელანია ტრამპი. მოდის
სფეროს წარმომადგენლები
ინტერესით ელოდებიან, თუ
ვის სამოსს მოირგებს
ამჯერად აშშ-ს მომავალი
პირველი
ლედი.აღსანიშნავია, რომ 2017
წლის ინაუგურაციის
ცერემონიალზე მელანიამ
რალფ ლაურენის ცისფერი
კოსტიუმი
მოირგო.ჯერჯერობით
უცნობია, თუ როგორ წარდგენა
მელანია ტრამპი
ინაუგურაციის
ცერემონიაზე, თუმცა მოდის
სფეროს ექსპერტები
ელოებიან, რომ მისი
ჩაცმულობა შთამბეჭდავი
იქნება.ვინ დაესწრება
ინაუგურაციასუცხოური
მედიის ცნობით,
ადგილობრივი და
ფედერალური
მაღალჩინოსნები მოელიან,
რომ ინაუგურაციის
სანახავად ვაშინგტონში 200
000-ზე მეტი ადამიანი მივა.
ღონისძიებას ასევე აშშ-ს
სენატორები,
წარმომადგენელთა პალატის
კონგრესმენები და
მომავალი ადმინისტრაციის
სტუმრებიც
დაესწრებიან. ტრამპის,
მისი ვიცეპრეზიდენტი ჯეი
დი ვენსისა და მათი
ოჯახების შემდეგ,
ინაუგურაციაზე ყველაზე
მნიშვნელოვანი დამსწრეები
- ჯო ბაიდენი და მისი
ვიცე-პრეზიდენტი კამალა
ჰარისი
იქნებიან. ბაიდენმა ჯერ
კიდევ დეკემბერში თქვა, რომ
იგი ტრამპის ინაუგურაციას
"რა თქმა უნდა" დაესწრებოდა,
მიუხედავად იმისა, რომ 2021
წელს ტრამპმა ბაიდენის
ინაუგურაცია
გამოტოვა. ტრადიციულად,
პრეზიდენტის ინაუგურაციას
აშშ-ს ყველა ცოცხალი ყოფილი
პრეზიდენტი ესწრება -
გამონაკლისი არც
წლევანდელი წელი იქნება.
უცხოურ მედიაში
გავრცელებული ცნობებით,
ბაიდენის გარდა,
ღონისძიებას ბარაკ ობამა,
ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი
დაესწრებიან. ამასთანავე,
ტრამპის ინაუგურაციაზე
ჩამოსვლას მსოფლიოს
სხვადასხვა ლიდერი ან მათი
წარმომადგენელი
აპირებს.პოლიტიკოსების
გარდა, აშშ-ს მომავალი
პრეზიდენტის
ინაუგურაციაზე ვიხილავთ:
Tesla-ს და SpaceX-ის მთავარ
აღმასრულებელ დირექტორს,
ილონ მასკს, მარკ
ცუკერნბერგსა და ჯეფ
ბეზოსს.ვინ იმღერებს
ცერემონიაზეტრამპის
ინაუგურაციის ცერემონიაზე
იმღერებს ქანთრის ჟანრის
მომღერალი, ქერი ანდერვუდი,
რომელიც სიმღერას,
სახელწოდებით „ამერიკა
მშვენიერია“ ("America the Beautiful"-ს)
შეასრულებს.ღონისძიებაზე
ასევე ლი გრინვუდი და
საოპერო მომღერალი
კრისტოფერ მაჩიო
იმღერებენ.ტრამპის თქმით,
ინაუგურაციაზე ვიხილავთ,
მუსიკალურ დისკო ჯგუფს, The
Village People, რომელთა
სიმღერებსაც ის
წინასაარჩევნო კამპანიის
პერიოდში საკუთარ
ყრილობებზე ხშირად
იყენებდა.ვინ დაფარავს
ღონისძიების
ხარჯებსოფიციალურს
ღონისძიებებს ტრამპის
საინაუგურაციო კომიტეტი
აფინანსებს.კომიტეტი
კაპიტოლიუმში ფიცის
ცერემონიის გარდა,
ყევლანაირ ხარჯზე იქნება
პასუხისმგებელი. რაც
შეეხება ფიცის დადების
ცერემონიას - მის ხარჯს
მთლიანად გადასახადების
გადამხდელები
დაფარავენ.აღსანიშნავია,
რომ ჯეფ ბეზოსმა და
ცუკერნბერგმა ტრამპის
საინაუგურაციო კომიტეტს $1
მილიონი შესწირეს.CNN-ის
ცნობით, ტრამპის კომიტეტმა
წელს ინაუგურაციისთვის $170
მილიონი ააგროვა, რაც 2017
წლის ღონისძიებებისთვის
აგროვებულ $106.7 მილიონს
ბევრად აღემატება.