ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები

Primetime.ge 1 თვე წინ 62
ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ქალი, მიღებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა - შემთხვევა 11 ნოემბერს საგარეჯოში მოხდა.მაშინ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს. ის დღეს, 21 ნოემბერს გარდაიცვალა. სასტიკად მოკლული ქალი, ციკო სულიკაშვილია.ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მამაკაცმა ქალს სახლში მიაკითხა, მოტყუებით გაიყვანა, რის შემდეგაც სასტიკად გაუსწორდა და თავში ქვა ჩაარტყა.გარდაცვლილს 2 შვილი დარჩა.ცნობისთვის, ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში უნდა დარეკოთ 112-ზე. ასევე, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ 112-ის მობილური აპლიკაცია და მიმოწერით, ზარით ან SOS ღილაკით დაუკავშირდეთ ოპერატორს. შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზეც - 116 006. კონსულტაცია იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სამედიცინო საკითხებზე უფასოა და დაცულია ანონიმურობა.
სრულად წაიკითხეთ სტატია