ვილნიუსის აეროპორტის ადმინისტრაციამ ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულებაზე განაცხადა – დარჩენილი სამუშაოები მხოლოდ შენობის შიგნით აღჭურვილობის დამონტაჟებასა და ტესტირებას შეეხება. გახსნა 2025 წლის თებერვალში იგეგმება.
„ახალი გამგზავრების ტერმინალი საშუალებას მოგვცემს მოვემსახუროთ ორჯერ მეტ მგზავრს და უზრუნველვყოთ მგზავრობის სრულიად ახალი დონე თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით. ამრიგად, ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ლიეტუვის აეროპორტების სტანდარტის ახალ დონეზე აყვანის მიზანს, რათა აეროპორტით მგზავრობა მაქსიმალურად კომფორტული იყოს“, – განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა მარიუს სკუოდისმა.
2025 წლის შუა რიცხვებში ლიეტუვის ხელისუფლება ასევე გეგმავს ძველი აეროპორტის შენობების განახლებას და შეცვლას. აღნიშნული სამუშაოები, სავარაუდოდ, 2026 წლის ბოლოს დასრულდება, 2028 წელს კი კიდევ ერთი ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყება.
ავიანიუსი