
“პატიმარმა რა წამება გამოიარა, თქვენ წარმოიდგინეთ. მისი დიაგნოზების ჩამონათვალი 23 იანვარს:
• S06.0 – ტვინის შერყევა
• S06.5 – ტრავმული სუბდურალური ჰემატომა
• S05.8 – თვალისა და ორბიტის (თვალბუდის) სხვა ტრავმები
• S02.0 – თავის ქალას მოტეხილობა
• S02.5 – სახის ძვლების მოტეხილობა
• S02.9 – თავის ქალასა და სახის ძვლების განუსაზღვრელი მოტეხილობა
• S09.9 – თავის დაზიანება
• T81.0 – სისხლდენა ან ჰემატომა
• T81.8 – სამედიცინო მანიპულაციის სხვა გართულებები
• R40.0 – კომა
• K72.9 – ღვიძლის უკმარისობა, დაუზუსტებელი
• D50.9 – რკინის დეფიციტური ანემია, დაუზუსტებელი
• E87.6 – ჰიპოკალიემია (დაბალი კალიუმის დონე)
• R57.0 – კარდიოგენული შოკი
• J93.9 – პნევმოთორაქსი, დაუზუსტებელი
• B96.1 – ინფექცია, გამოწვეული Klebsiella pneumoniae-ით
• I95.3 – ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა)
• G93.1 – ანოქსიური ტვინის დაზიანება (ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული)
• Z93.6 – ტრაქეოსტომის სტატუსი (გატარებული ოპერაცია)” – წერს ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მათ კლინიკა „ვივამედში“ 46 წლის იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.