9 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციის საბოლოო პროექტს უყრიან კენჭს. რეზოლუციის ტექსტები ევროპარლამენტის სხვადასხვა ჯგუფებს ჰქონდათ მომზადებული, ჯამში, მომზადებული 7 ტექსტიდან – ევროპარლამენტარები ერთ საერთო ვერსიაზე შეთანხმდნენ.
რეზოლუციის საერთო ტექსტში მოხვდა ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სანქცირების შესახებაც. კერძოდ, ევროპარლამენტარები გმობენ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს “მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ძირის გამოთხრისა და ქვეყნის რუსეთისკენ მიბრუნების მორიგ მცდელობაში”.