"ვიზალიბერალიზაცია არის ჩვენ ხალხის მონაპოვარი, მიუხედავად იმისა, რომ აქ კონკრეტული მოცემულობა არ ეპიტნავებათ ევროკავშირის ბიუროკრატებს" - დავით მათიკაშვილი

Primetime.ge 2 დღის წინ 8
"ვიზალიბერალიზაცია არის ჩვენ ხალხის მონაპოვარი, მიუხედავად იმისა, რომ აქ კონკრეტული მოცემულობა არ ეპიტნავებათ ევროკავშირის ბიუროკრატებს" - დავით მათიკაშვილი
"ვიზალიბერალიზაცია არის ჩვენ ხალხის მონაპოვარი, მიუხედავად იმისა, რომ აქ კონკრეტული მოცემულობა არ ეპიტნავებათ ევროკავშირის ბიუროკრატებს," - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს.მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქართველ ხალხს ევროკავშირის ბიუროკრატებმა პრობლემა არ შეუქმნან."ქართული საზოგადოება მიეჩვია ყოვლად უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებებსა და ზეწოლას ევროკავშირის კონკრეტული ბიუროკრატებისგან. Deep state საკუთარი მიზნებით არ ანელებს თავისი სურვილების ასრულების მცდელობას. ჯერ კიდევ აქტუალურია საქართველოს საკითხი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე და ის ვიზალიბერალიზაცია, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა არის ჩვენ ხალხის მონაპოვარი, მიუხედავად იმისა, რომ აქ კონკრეტული მოცემულობა არ ეპიტნავებათ ევროკავშირის ბიუროკრატებს, ისინი ვალდებულნი იქნებიან ქართველ ხალხს არ შეუქმნან პრობლემა, რომლის სურვილიც ძალიან დიდად ამოძრავებს Deep state-ს," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.ცნობისთვის, "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად ამ პრივილეგიით სარგებლობენ, მათ შორის არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, ევროკავშირი იკანონებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს და ბრიუსელს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს.
სრულად წაიკითხეთ სტატია