პროექტის „ვეძებ“ ავტორი,
ჟურნალისტი თამუნა
მუსერიძე, სოციალურ ქსელში
ავრცელებს ვიდეოს, სადაც
რუსუდან ხორავა ჰყვება, თუ
რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც
გაიგო, რომ და
ჰყავდა.„ღამის 2 საათია,
შემოდის გიო და მეუბნება:
დედა, გაიღვიძე, მუსერიძემ
მამა იპოვაო. - იცი, ვინ
არისო? - მამაშენიო.
წამოვჯექი, ვუყურებ
(ვიდეოს) და არ მჯერა. ცოტა
ხანი ვერ მოვედი აზრზე,
შოკში ვიყავი... მთელი ღამე
ვერ დავიძინე, ვბორგავდი,
დავდიოდი... მერე იყო ის, რაც
იყო - ძალიან სასიამოვნო და
კარგი ამბავი. სულ მინდოდა
და მყოლოდა", - ამბობს
რუსუდან ხორავა.