„ვიგრძენი, რომ მშობლობა, საკუთარ თავზე გადაჭარბებაა... ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ“ - გიორგი კეკელიძის ინტერვიუ ქალიშვილზე

Primetime.ge 1 დღე წინ 2
„ვიგრძენი, რომ მშობლობა, საკუთარ თავზე გადაჭარბებაა... ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ“ - გიორგი კეკელიძის ინტერვიუ ქალიშვილზე
„მშობლობა საკუთარ თავზე გადაჭარბებაა“- „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ პატარა ინტერვიუში ამბობს გიორგი კეკელიძე. ახლად გამომცხვარი მამა პაწია ქალიშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში სიამოვნებით აქვეყნებს და ბედნიერ წუთებს ასათაურებს - „ჩვენი წილი გაზაფხული“, „მე ვაკვირდები თოთო სიზმრებს...“კეკე კეკელიძე 7 მაისს დაიბადა.„არის ლოცვა, რომელიც არ გახსოვს, რადგან ამ ლოცვას სხეულად სიტყვები არ აქვს და ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი ლოცვა. ლოცვა ღელვისას“ - ეს ფრაზები გიორგიმ მას შემდეგ დაწერა, რაც ქალიშვილის ქვეყნად მოვლინებას დაესწრო. თან დარიგებაც მიაყოლა:„იცოდე, ადამიანი არის ცოდვა, რომელსაც ჩაიდენს და მოინანიებს. მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთავარი ძალა, რითაც ღმერთს ემსგავსება“.***- ახალი შეგრძნებები...- ჯერაც დაკვირვების და გაკვირვების პროცესია. ცოდნის და განცდის მორიგების ამბავი. დრო უფრო გამიიოლებს ზუსტ პასუხს.- ფიქრები?- ბევრს მოეხსენება ჩემი ობსესიურობის საქმე, ჭარბ ფიქრებს აქამდეც არ ვუჩიოდი - ახლა ვცდილობ, რომ პირიქით, გამოვხშირო ისინი და კეკესთვის სასარგებლო დავიტოვო. მარტივი ბრძოლა არ არის.- რა შეიცვალა შენში?- ვიგრძენი, რომ მშობლობა, საკუთარ თავზე გადაჭარბებაა.- მამაზე ხშირად წერ. როგორ გინდა, რომ ათწლეულების შემდეგ კეკე საუბრობდეს თავის მამაზე? - მინდა, გამომივიდეს და ამ სასტიკ სამყაროში, მსუბუქი მეხამრიდი მაინც ვიყო მისთვის. ნაკლები ტკივილი და იმედგაცრუება იგრძნოს, რაც, თუნდაც მე გამოვცადე.-  ეს ციცქნა გოგო შენი წიგნების ახალ პერსონაჟად გამოიძერწება? - ვნახოთ. ოდესმე ალბათ კი. ახლა მთავარი ტექსტი თვითონ არის, რომლის კითხვასაც ვსწავლობ.- უკვე დიალოგში ცდილობ შეხვიდე. გინდა მალე დაგელაპარაკოს?  - ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ. თვალები ყოფნის ამისთვის. მასაც და მეც.
სრულად წაიკითხეთ სტატია