ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ
მხარეს, რომ კონკრეტული
გზამკვლევით აღდგეს სუფთა
ფურცლიდან სტრატეგიული
პარტნიორობა საქართველოსა
და აშშ-ს შორის, თუ იქნება
ამერიკის მხრიდან
ანალოგიური ინტერესი, რა
თქმა უნდა, ურთიერთობები
გადაიტვირთება, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ ჟურნალისტებს
ზესტაფონში
განუცხადა.პრემიერის
თქმით, ქართული მხარე
დაელოდება პრეზიდენტის
ადმინისტრაციის
პოზიციას.„შიდა
სამზარეულოზე ვერ
ვისაუბრებთ, ჩვენი მხრიდან
რაც მთავარია, არის სრული
მზაობა, იმისათვის, რომ
გადაიტვირთოს
ქართულ-ამერიკული
ურთიერთობები. უფრო მეტიც,
ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ
მხარეს, რომ კონკრეტული
გზამკვლევით აღდგეს სუფთა
ფურცლიდან სტრატეგიული
პარტნიორობა საქართველოსა
და აშშ-ს შორის, თუ იქნება
ამერიკის მხრიდან
ანალოგიური ინტერესი, რა
თქმა უნდა, ურთიერთობები
გადაიტვირთება. ჩვენ
დაველოდებით პრეზიდენტის
ადმინისტრაციის
პოზიციას.“, - განაცხადა
პრემიერმა.