"ქართული ოცნების"
ინიციატივა დროებითი
საგამოძიებო კომისიის
შექმნის და ყოფილი
ხელისუფლების დროს
ჩადენილი დანაშაულების
გამოძიების შესახებ ისევ
განხილვის თემაა ქართულ
პოლიტიკურ
პსექტრში.პირველ ეტაპზე
მომზადდება პოლიტიკური და
სამართლებრივი შეფასება,
რის მერეც დასკვნა
გენერალურ პროკურატურას
გადაეგზავნება. გამოძიება
არ შეეხებათ სამხედრო
მოსამსახურეებს.ოპოზიციაში
აცხადებენ, რომ "ქართულ
ოცნებას" ყურადღების
გადატანა სხვა საკითხებზე
უნდა, შექმნილი კომისია კი
არალეგიტიმური
იქნება."ვერანაირი
საგამოძიებო კომისია
პასუხს ვერ გასცემს
გაყალბებულ არჩევნებს.
დარწმუნებულები ვართ
იმაში, რომ ეს
მტკიცებულებები, რომლითაც
შეიძლებოდა დადგენილიყო
სიმართლე, არის
განადგურებული ან უკვე
მანიპულირებული", -
აცხადებს "ძლიერი
საქართველო - ლელო,
ხალხისთვის,
თავისუფლებისთვის"
ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი
კუპრაძე.