ვერ მივხვდი პრეზიდენტს რა უნდოდა, უნდა კეკლუცი, თუ უნდა რომელიმე კონკრეტული კანონი ძალაში არ შევიდეს?! - კეკლუცობა მე მგონი პრეზიდენტის საქმე არ არის - იაგო ხვიჩია

Primetime.ge 2 თვის წინ 89
ვერ მივხვდი პრეზიდენტს რა უნდოდა, უნდა კეკლუცი, თუ უნდა რომელიმე კონკრეტული კანონი ძალაში არ შევიდეს?! - კეკლუცობა მე მგონი პრეზიდენტის საქმე არ არის - იაგო ხვიჩია
კანონი, რომელიც განსაზღვრავს ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასთან, სქესის შეცვლის ოპერაციასთან და ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკითხებს, უკვე ძალაშია. პარლამენტის თავმჯდომარემ "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა.თემაზე დილიდან კეთდება პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციის ნაწილი ისევ ამბობს, რომ კანონის საჭიროებას ვერ ხედავს."რუსული კანონის" მიღების შემდგომ, ჩვენ პარლამენტში არ ვყოფილვართ, არაფერში არ ვიღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება მთლიანად ამ თემას, ყველა ყალბი დილემა, რომელიც შემოდის "ქართული ოცნების" მხრიდან, შემოდის იმიტომ, რომ იძალადონ ადამიანების გონებასა და ტვინზე. მეტი სხვა ამოცანა ამას არ აქვს," - განაცხადა პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.ოპოზიციის მეორე ნაწილს კი კითხვები პრეზიდენტთან აქვს, რატომ არ დაადო ვეტო და არ გაუგზავნა მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს, თუკი სალომე ზურაბიშვილი რეალურად იყო კანონის მიღების წინააღმდეგი."ეს კანონი არის "ქოცების" პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით პრეზიდენტის, იმიტომ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შემიყვანა ის ძალაში. პრეზიდენტს მაინცდამაინც ფეხებზე ეკიდა ამ კანონის ძალაში შესვლა-არ შესვლა, თორემ მას შეეძლო ვეტო დაედო და პარლამენტი ამ კანონს ვერ მიიღებდა და შესაბამისად, ის ძალაში არ იქნებოდა. ვერ მივხვდი პრეზიდენტს რა უნდოდა, მას უნდა ზოგადად კეკლუცი, თუ უნდა რომელიმე კონკრეტული კანონი ძალაში არ შევიდეს?! - კეკლუცობა მე მგონი პრეზიდენტის საქმე არ არის," - აღნიშნა "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანონს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" ხელი მოაწერა. კანონი ძალაშია. აღნიშნული კანონის ხელმოწერაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. მოტივირებული შენიშვნების გარეშე თქვა უარი. ამჯერად მას ვეტო არ გამოუყენებია და პარლამენტს კანონი უბრალოდ ხელმოწერის გარეშე დაუბრუნა.
სრულად წაიკითხეთ სტატია