ვერ იქნება ბუნდესტაგში, ვერც ბრიუსელში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, მოსკოვში და პეკინში მიღებული გადაწყვეტილებები ამოსავალი წერტილი ქართველი ამომრჩევლისთვის - დავით მათიკაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 68
ვერ იქნება ბუნდესტაგში, ვერც ბრიუსელში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, მოსკოვში და პეკინში მიღებული გადაწყვეტილებები ამოსავალი წერტილი ქართველი ამომრჩევლისთვის - დავით მათიკაშვილი
ვერ იქნება ბუნდესტაგში, ვერც ბრიუსელში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, მოსკოვში და პეკინში მიღებული გადაწყვეტილებები ამოსავალი წერტილი ქართველი ამომრჩევლისთვის, - ასე გამოეხმაურა დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტსა და ბუნდესტაგში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციებს.იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მსგავსი რეზოლუციებისა და გარედან გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ოპოზიციის დახმარებაა და მმართველ გუნდში ასეთი ქმედებების ინტენსივობის გაზრდის შესახებ ადრეც საუბრობდნენ.„ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ, ეს ძალიან კარგად იცის ელექტორატმაც - იმ ადამიანებმა, რომლებიც 26 ოქტომბერს უნდა წარდგნენ საარჩევნო ურნებთან და გააფერადონ ის ნომერი, რომელიც ქვეყანას მშვიდობისკენ და არა ომისკენ და იმ ტრაგედიებისკენ წაიყვანს, რაც 2012 წლამდე იყო“, - განაცხადა მათიკაშვილმა.მისივე თქმით, ასეთი ჩარევები ქვეყნის შიდა საქმეებში საზოგადოების უფრო მეტ კონსოლიდაციას გამოიწვევს და საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო კარგად დაფიქრდებიან იმაზე თუ ვის მისცენ ხმა და მხარს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დაუჭერენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია