„ვერ ისვენებს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში, აუცილებლად სჭირდება საქართველოში შეძვრეს“ - ილჰამ ალიევი მაკრონზე

Primetime.ge 4 დღის წინ 6
„ვერ ისვენებს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში, აუცილებლად სჭირდება საქართველოში შეძვრეს“ - ილჰამ ალიევი მაკრონზე
საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეხმაურება. საკითხზე საუბრის დროს ილჰამ ალიევმა ემანუელ მაკრონიც გააკრიტიკა.ალიევმა ასევე ისაუბრა სხვადასხვა ქვეყანაში უცხოური დაფინანსების შესახებ და არ გამორიცხა, რომ ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა USAID-ის მუშაობა შეაჩეროს.აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და დესტაბილიზაცია ორივე ქვეყნისთვის საზიანოა.„საქართველოში ვხედავ, რომ ვითარება სტაბილიზდება და ჩვენ ბედნიერები ვართ ამით. საქართველო ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და ახლო მეგობარია. ჩვენი ხალხები მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ მშვიდობიანად და ჰარმონიაში, ამიტომ, საქართველოს დესტაბილიზაციის საფრთხე, რამდენადაც საზიანოა საქართველოსთვის, საზიანოა აზერბაიჯანისთვისაც. ჩვენი მხრივ, ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში ვითარება იყოს სტაბილური და საქართველო წარმატებით განვითარდეს.ისევ ვუბრუნდები გარე გავლენას, ნათელი ხომ გახდა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დასავლეთისგან დაფინანსებას იღებს და ალბათ ათიათასობით ადამიანი მუშაობს ამ ორგანიზაციებში და იღებს ხელფასს, ჩვენ ვიცით ეს რა არის. იმიტომ, რომ აქ, ჩვენს ქვეყანაში იყო პერიოდი, როცა გრანტის მიმღებები და გამცემიც თავს მშვიდად გრძნობდნენ, მაგრამ ჩვენ ეს შევაჩერეთ.ნებისმიერი სტრუქტურის მიერ გაცემული გრანტი უნდა იყოს დარეგისტრირებული. მე მეჩვენება, რომ გარკვეული დრო ხელიდან იქნა გაშვებული საქართველოში ამის მოსაწესრიგებლად, მაგრამ როდესაც ეს გაკეთდა, როგორც ამბობენ, მატარებელი ცოტა უკვე წასული იყო. მაგრამ კარგია, რომ ახლა სიტუაცია უკვე სტაბილურობისკენ მიდის და ხედავთ ისევ მაკრონის ყურები ყველგან ჩანს. ვერ ისვენებს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში, მას აუცილებლად სჭირდება, საქართველოში შეძვრეს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია