ვენეციის კომისია დაექვემდებარა "დიფ სთეითს", იგივე "გლობალური ომის პარტიას - გურამ მაჭარაშვილი

Primetime.ge 1 თვე წინ 23
ვენეციის კომისია დაექვემდებარა "დიფ სთეითს", იგივე "გლობალური ომის პარტიას - გურამ მაჭარაშვილი
"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისია დაექვემდებარა "დიფ სთეითს".მაჭარაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის საქმე არ არის, პოლიტიკური დასკვნები აკეთოს."სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ინსტიტუცია, მათ შორის, ვენეციის კომისია დაექვემდებარა "დიფ სთეითს", იგივე "გლობალური ომის პარტიას". როცა აღიდგენენ ისინი იმ სტატუს-კვოს, რასაც ჰქვია სამართლებრივი შეფასება და ა.შ. ამ შემთხვევაში იქნება საინტერესო.ვენეციის კომისიის საქმე არ არის, რომ პოლიტიკური დასკვნები აკეთოს. სამწუხარო მოცემულობა ეს არის, რაც ჩვენ ვნახეთ, რამდენიმე თვისა და კვირის წინ.გვინდა, რომ ურთიერთობა გვქონდეს ყველა ნორმალურ ინსტიტუტთან, მათ შორის, ვენეციის კომისიასთან, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ თუ ის შეიცვლის ამ პოლიტიკას და მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით დაწერს დასკვნას, მაშინ იქნება ეს საინტერესო", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში უნდა გადაიხედოს.ვენეციის კომისია აცხადებს, რომ კანონპროექტები ნაჩქარევად, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე მიიღეს.
სრულად წაიკითხეთ სტატია