„ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის“ - ტატა ხვედელიანი

Primetime.ge 12 საათი წინ 4
„ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის“ - ტატა ხვედელიანი
5 თვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და ისევ გაურკვევლობა ოპოზიციაში. ჯერ კვლავ უცნობია ვინ მიიღებს მონაწილეობას 4 ოქტომბრის არჩევნებში."ნაციონალური მოძრაობის" გარდა, მკაფიო უარს არცერთი ოპოზიციური პარტია არ ამბობს. გაურკვევლობა ოპოზიციაში განხეთქილების და დაპირისპირების მიზეზია."საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მათი პარტია ნებისმიერი არჩევნებისთვის ემზადება."ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, ანუ რაიმე სახით მიპარვით არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან საუბარი არ ყოფილა. ყოველთვის ვიძახდით, რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენს ამომრჩევლებთან კონსულტაციით.ჩვენზე არ მოქმედებს არც "ნაციონალური მოძრაობის" ისტერიკა, არც "ქართული ოცნების" მოწოდებები. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ ამომრჩევლებთან ერთად. მაშინ, როდესაც დადგება ამის დრო, ვაცნობებთ საზოგადოებას", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ნაცვლად, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება."ლელო - ძლიერი საქართველო" მუდმივად არის ფორმაში და მზადყოფნაში არჩევნებისთვის. აუცილებლად ჩაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.ცხადია, ხუთი თვით ადრე არ ვაპირებთ "ქართული ოცნების" თამაშში შესვლას და საუბარს თვითმმართველობის არჩევნებზე", - განაცხადა ლანა გალდავამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია