ველოდებით, რომ ადრე თუ
გვიან საზოგადოებიდან
წარმოიშობა რაღაც ჯგუფი,
რომელიც მზად იქნება
საუბრისთვის, დიალოგის
პერსპექტივა ჯერ არ ჩანს, –
ამის შესახებ პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა,
გია ვოლსკიმ
განაცხადა.მისი თქმით,
საქართველოს დიდი ხანია
ოპოზიცია არ ჰყავს.„ეს იმ
ადამიანების გარკვეული
ჯგუფია, რომელიც
საქართველოს
ხელისუფლებაში მოსვლა
დიდი ხნის წინ რევოლუციური
გზით გადაწყვიტეს. დღეს
უკვე საქართველოს
ხელისუფლების დამხობაზე
აქვთ ღია საუბარი იმ
მოთხოვნით, რომ
აბსოლუტურად უსაფუძვლოდ
ჩატარდეს რიგგარეშე
არჩევნები, წინააღმდეგ
შემთხვევაში, ცეცხლი,
დაშავებული ადამიანები,
დაშავებული ძალოვანი
სტრუქტურის
წარმომადგენლებიც ვიხილეთ
და იმ მძიმე პროცესების
განვითარების მცდელობა,
რასაც რევოლუცია ჰქვია“, –
განაცხადა გია
ვოლსკიმ.მისი თქმით,
აღნიშნულ საკითხზე ამ
ადამიანებთან საუბარი
რთული და
შეუძლებელია.„ველოდებით,
ადრე თუ გვიან
საზოგადოებიდან
წარმოიშობა რაღაც ჯგუფი,
რომელიც მზად იქნება
საუბრისთვის. მინდა,
ახალგაზრდებს შევახსენო,
ადამიანები, რომლებიც მათ
ასეთი დაპირისპირებისკენ
მოუწოდებენ, მათ როგორც
საზარბაზნე ხორცს
განიხილავენ. პოლიტიკურ
ძალებსაც ვეღარ
დავარქმევთ ამ რევოლუციურ
ჯგუფს. ეს უნდა შენელდეს და
ალბათ, შემდეგ შესაძლებელი
იქნება გარკვეულ თემებზე
საუბარიც. დიალოგის
პერსპექტივა ჯერ არ ჩანს.
გეგმაა, რომ ხელისუფლებაში
ძალის გამოყენებით
მოვიდნენ, ამას
ახალგაზრდები და მათი
ჯანმრთელობა შესწირონ,
სახელმწიფო სტრუქტურები
დააზიანონ, ძალოვანი და
სახელმწიფო სტრუქტურების
დისკრედიტაცია მოახდინონ,
საქართველოს სახელი
საჯიჯგნად და სათელად
გაიტანონ. ამ გეგმაში ახალი
არაფერია, რომელსაც ჰქვია
შეთქმულება საკუთარი
ქვეყნის წინააღმდეგ“, –
განაცხადა გია ვოლსკიმ.