დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რას
ნიშნავს „დიფ სთეითი“,
რომელზეც დღეს ღიად
საუბრობს არამხოლოდ აშშ-ის
ხელისუფლება, არამედ,
ბრიტანეთის ყოფილი
პრემიერ-მინისტრი,
რომელმაც ბრიტანეთში იმ
პოლიტიკურ და ბიზნეს
ქსელზე, რომელიც
ჩრდილოვანად მართავს ამა
თუ იმ ქვეყანას და
პროცესებს, – განაცხადა
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა.ჟურნალისტმა
მას ჰკითხა, როდის და როგორ
ესახება აშშ-სა და
საქართველოს შორის
ურთიერთობების
გადატვირთვა.„ყველანაირად
ვგულშემატკივრობთ აშშ-ის
ახალ ადმინისტრაციას, რომ
დაამარცხოს „დიფ სთეითი“,
ვინაიდან ზუსტად ამ ქსელის
დამსახურებაა, რომ
ურთიერთობები
საქართველოსა და აშშ-ის
შორის არის იმ დონეზე,
რომელიც ჩვენთვის
მიუღებელია. ამიტომ, „დიფ
სთეითის“ დამარცხება
პირდაპირპროპორციულად
უნდა აისახოს
საქართველოდა და აშშ-ის
ურთიერთობაზე. ეს არის
ტესტი, შეძლო თუ არა
ამერიკის ადმინისტრაციამ
„დიფ სთეითის“ დამარცხება.
ძალიან ოპტიმისტურად
ვუყურებთ იმას, რაც ხდება.
ვნახეთ, ის ფინანსური
არხები, რომლითაც
საქართველოში
ხელისუფლების
გადატრიალებები და
რევოლუციები
ფინანსდებოდა, ვგულისხმობ
USAID-ს და სხვა ხაზებს, ეს
ფინანსური არხები იკეტება,
რაც აუცილებელია, მაგრამ
არასაკმარისი
წინაპირობაა, რომ „დიფ
სთეითის“ დამარცხება
საქართველოს მაგალითზე
ვნახოთ.ჩვენთვის
გადამწყვეტია
საქართველოსთან
მიმართებით მოხდეს ამ
მავნე ქსელების და
გავლენის ჯგუფების
დამარცხება და არა
რებრენდინგი. თუ აქამდე
ერქვა USAID-ი, სხვანაირი
არხებით არ მოხდეს იგივე
პროცესები. ვხედავთ,
უმოკლეს ვადაში
შეუძლებელი შეძლო აშშ-ის
ადმინისტრაციამ, ამხილა
სხვა ქვეყნების
დესტაბილიზაციის სქემები,
რომელიც აშშ-ის ბიუჯეტის
გამოყენებით
ფინანსდებოდა, ამხილა
მედიასქემები. აღმოჩნდა,
რომ ასობით მედია,
მედიაენჯეო, ათასობით
ჟურნალისტი იყო ქსელში,
რომელიც ცრუ ნარატივებს
ავრცელებს“, – განაცხადა
პაპუაშვილმა.