ჩვენ ვიხილეთ 18 ევროპელი
სუბიექტის მორიგი
უპასუხისმგებლო
განცხადება, რომელიც
ემსახურება საქართველოში
ერთი მხრივ
დეზინფორმაციის, მეორე
მხრივ კი ძალადობის
წახალისებას, - ასე
ეხმაურება ევროპელების
წერილს საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერის
კაბინეტის უფროსი ვახტანგ
ჩოჩია. ის წერილის
გავრცელების მიზნებზეც
საუბრობს.„ამ შემთხვევაში
მიზანი მარტივი და ნათელია
- ცდილობენ ყველანაირ ფასად
მოახდინონ ქართული
ხელისუფლების
დისკრედიტაცია და
საქართველოს ხელისუფლების
სათავეში იმ
აგენტოკრატიული
მმართველობის დაბრუნება,
რომლის წარმომადგენელიც 9
წლის განმავლობაში იყო
„ნაციონალური მოძრაობა“, -
აცხადებს ჩოჩია.მანამდე 17
ევროპული სახელმწიფოს
საგარეო საქმეთა
მინისტრებისა და
ევროკავშირის უმაღლესი
წარმომადგენლის
ხელმოწერით გავრცელებულ
წერილთან დაკავშირებით
განცხადება ქართული
ოცნების“ პოლიტსაბჭომ
გაავრცელა.