ვახტანგ ჩოჩია: თუ რაიმე შეკითხვა გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქციონირებს FARA-ს კანონი, რა ნაწილი არის სამართლიანი, როგორ რეგულირდება, შეუძლიათ მიმართონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს

Primetime.ge 2 თვის წინ 47
ვახტანგ ჩოჩია: თუ რაიმე შეკითხვა გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქციონირებს FARA-ს კანონი, რა ნაწილი არის სამართლიანი, როგორ რეგულირდება, შეუძლიათ მიმართონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს
თუ რაიმე შეკითხვა გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს კანონი, რა ნაწილი არის სამართლიანი, როგორ რეგულირდება, შეუძლიათ მიმართონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და დარწმუნდებიან, რომ ეს კანონი არის ძალიან კარგი კანონი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია „ქართული ოცნების“ მიერ მიმდინარე კვირას FARA-ს ანალოგი კანონის დარეგისტრირების ინიციატივას.„ინიციატივა თავის მხრივ, მიზნად ისახავს იმას, რომ ის მანიპულაცია, რაც არსებობდა საქართველოში და რასაც აჟღერებდნენ როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ისე ჩვენთან არსებული ოპოზიცია, ამოიწუროს. თუ რაიმე შეკითხვა გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს კანონი, რა ნაწილი არის სამართლიანი, როგორ რეგულირდება, შეუძლიათ მიმართონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და დარწმუნდებიან, რომ ეს კანონი არის ძალიან კარგი კანონი იმ მხრივ, რომ მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ათეული წელია და უმთავრეს მიზნად ისახავს საგარეო ჩარევის პრევენციას“, - აღნიშნა ჩოჩიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია