მმართველი გუნდისთვის
ISFED-ის უარი პარალელური
დათვლის შედეგების
გამოქვეყნებაზე იმის
მანიშნებელია, რომ
„სამართლიანი არჩევნები“
საზოგადოებაში ხელოვნური
აჟიოტაჟის შემოტანას
ცდილობს. სახელისუფლებო
პარტია ორგანიზაციას
შედეგების
გამოქვეყნებისკენ
მოუწოდებს.„ISFED-ის მიერ
ანგარიშის არ
გამოქვეყნება შესაძლოა
ავხსნათ მხოლოდ ერთი
მიზეზით - მათ აქვთ სურვილი,
რომ ქართველი ამომრჩეველი
შეიყვანონ შეცდომაში. თუ
არაფერი აქვთ დასამალი და
თუ არ ცდილობენ ქართველი
ხალხის განწყობით
მანიპულირებას, მაშინ
გამოაქვეყნონ ანგარიში.
უკვე 3 დღე გავიდა და
სრულიად ადეკვატურია ეს
პერიოდი, იმისთვის რომ
წინასწარი არჩევნები
გამოაქვეყნონ“, - მიიჩნევს
„ქართული ოცნების“
ახალგაზრდული
ორგანიზაციის სპიკერი
ვახტანგ
ჩოჩია.არასამთავრობო
ორგანიზაცია ISFED-ი
პარალელური დათვლის
შედეგებს ისევ მალავს.