ბოლო სამ წელში
საინფორმაციო
ტექნოლოგიებისა და
კომუნიკაციების სექტორი
გახდა ყველაზე
მაღალანაზღაურებადი სფერო
საქართველოში - საშუალოდ, 7 000
ლარიანი ხელფასით თვეში.
ხოლო, დასაქმების
მაჩვენებელი ყველაზე
სწრაფად სწორედ IT
მიმართულებით იზრდება, -
აღნიშნულია საპარლამენტო
უმრავლესობის წევრის
ვახტანგ თურნავას მიერ
გავრცელებულ
განცხადებაში.მისი თქმით,
ხელისუფლების მთავრობის
მიზანია, საქართველო
გახდეს თანამედროვე
ტექნოლოგიური ჰაბი,სადაც
მაღალკვალიფიციურ
პროფესიონალებს ექნებათ
იდეალური პირობები
დისტანციური
მუშაობისთვის.„2030 წლის
სტრატეგიული განვითარების
ხედვის ფარგლებში,
განსაკუთრებული ყურადღება
ექცევა ტექნოლოგიური
სფეროს წინსვლას, რაც ჩვენი
ქვეყნის ეკონომიკური
მდგრადობისა და
ინოვაციების განვითარების
წინაპირობაა.აღნიშნული
მიზნის მისაღწევად, ბოლო
წლებში არაერთი
მნიშვნელოვანი ნაბიჯი
გადაიდგა: საერთაშორისო
სტატუსის მქონე ტექ
კომპანიებისთვის
გამარტივდა ქვეყანაში
რეგისტრაცია და
საგადასახადო განაკვეთი
განისაზღვრა
5%-ით;პროგრამისტი ფიზიკური
პირი ნაცვლად 20%-იანი
საშემოსავლო
გადასახადისა,
ინდივიდუალურ მეწარმედ
დარეგისტრირების გზით
იბეგრება 1%-ით (500 000 ლარამდე
წლიური შემოსავლის
შემთხვევაში, 500 000
ლარისზევით
3%-ით);ტექ.სფეროში მომუშავე
უცხოელი მაღალი
კვალიფიკაციის
პროფესიონალებისთვის
გამარტივდა ბინადრობის
უფლების
მოპოვება;საერთაშორისო
რეიტინგებში ქვეყანამ
გაიუმჯობესა მაჩვენებელი
და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი
ყველაზე უსაფრთხოა
ჩვენთან ცხოვრება.ამ
ყველაფრის შედეგად, ბოლო
სამ წელში საინფორმაციო
ტექნოლოგიებისა და
კომუნიკაციების სექტორი
გახდა ყველაზე
მაღალანაზღაურებადი სფერო
საქართველოში - საშუალოდ, 7 000
ლარიანი ხელფასით თვეში.
ხოლო,
დასაქმებისმაჩვენებელი
ყველაზე სწრაფად სწორედ IT
მიმართულებით
იზრდება.მნიშვნელოვანია,
აღნიშნული პროგრესის
არამხოლოდ შენარჩუნება,
არამედ განვითარების ახალ
ეტაპზე გადასვლა. ამისთვის
კი, საჭიროა ძლიერი
საინფორმაციო კამპანია
გლობალური მასშტაბით,
მსოფლიოს უმსხვილეს
კომპანიებთან პირდაპირი
მოლაპარაკებების წარმოება
და არამხოლოდ ადგილობრივი
კადრების გაზრდაზე ზრუნვა,
არამედ უცხოელების
მოზიდვა, რათა მარტივად და
სწრაფად შეძლონ
საქართველოში გადმოსვლა,
ბინადრობის უფლების
მოპოვება და
აქედანდისტანციურად
მუშაობა“, - აცხადებს
ვახტანგი თურნავა.